ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

FIV ანტისხეული+FeLV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა

კატის იმუნოდეფიციტის ანტისხეულისა და კატის ლეიკემიის ვირუსის ანტიგენის
დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის

გამოყენება: FIV ანტისხეულის + FeLV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა წარმოადგენს კომბინირებულ კასეტას კატის იმუნოდეფიციტის ანტისხეულისა და კატის ლეიკემიის ვირუსის ანტიგენის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის კატის სისხლში ან შრატში და პლაზმაში.

პრინციპი: ტესტ-კასეტას აქვს ორი სატესტო ფანჯარა. თითოეულ სატესტო ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებული ნიმუშის ფოსოში, სითხე მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში იქნება კატის იმუნოდეფიციტის ანტისხეული ან კატის ლეიკემიის ვირუსის ანტიგენი, ხილული T ხაზი გამოვლინდება შესაბამის სატესტო ფანჯარაში. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოვლინდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც მიუთითებს შედეგის სისწორეზე. აღნიშნული საშუალებით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს კატის იმუნოდეფიციტის ანტისხეულების ან კატის ლეიკემიის ვირუსის ანტიგენის არსებობა ნიმუშში.
შენახვა და სტაბილობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს, ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდა აცილებისთვის და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა შეფუთვიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

მოწოდებული მასალები
● ტესტ-კასეტები ● ბუფერი
● პიპეტები ● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალა, რომელიც შეფუთვას არ მოყვება
● ტაიმერი ● ნიმუშის კონტეინერები
● ცენტრიფუგა

გამოყენების წესი:
ტესტირების დაწყებამდე, ტესტ-კასეტა, ნიმუში და ბუფერი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1. აიღეთ კატის ახალი სისხლი, ან გამოყავით შრატი ან პლაზმა სისხლიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად, ჰემოლიზის თავიდან ასაცილებლად. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე, არაჰემოლიზებული ნიმუშები. არ დატოვოთ ნიმუშები ოთახის ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შრატისა და პლაზმის ნიმუშები შეიძლება ინახებოდეს 2-8°C ტემპერატურაზე 3 დღემდე. ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში, შრატისა და პლაზმის ნიმუშები უნდა ინახებოდეს -20°C ტემპერატურაზე დაბლა. არ გაყინოთ მთლიანი სისხლის ნიმუშები.
2. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე.
3. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურად და გადაიტანეთ ნიმუშის 1 წვეთი (დაახლოებით 25 მკლ) ნიმუშის თითოეულ ფოსოში და დაუყოვნებლივ დაამატეთ 2 წვეთი ბუფერი (დაახლოებით 80 მკლ) თითოეული ნიმუშის ფოსოში, შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. წაიკითხეთ შედეგი 5-10 წუთში. არ გააკეთოთ შედეგების ინტერპრეტაცია 15 წუთის შემდეგ.

შედეგების შეფასება:
დადებითი: C ხაზის და T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა, T ხაზი მკაფიოა თუ ბუნდოვანი.
უარყოფითი: ჩნდება მხოლოდ მკაფიო C ხაზი.
არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C ზონაში, მიუხედავად T ხაზის არსებობისა.
შეზღუდვები:
FIV ანტისხეულის + FeLV ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. ზუსტი შედეგის მისაღებად, პრაქტიკაში საბოლოო განსაზღვრისთვის რეკომენდებულია სხვა მეთოდების გამოყენება, როგორიცაა PCR ან Elisa.