ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კანიგენი® DHPPi/L

შემადგენლობა:1 მლ დოზა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ლიოფილიზატი
ცოცხალი შესუსტებული ძაღლის ჭირის ვირუსი (CDV),
ლედერლის შტამი ……………………………………………………………………………….      103,0-104,9 DICC50(*)
ძაღლის ცოცხალი შესუსტებული ადენოვირუსი ტიპი 2 (CAV-2),
მანჰეტენის შტამი …………………………………………………………………………………     104,0-106,0 DICC50(*)
ძაღლის ცოცხალი შესუსტებული  პარვოვირუსი (CPV),
შტამი CPV780916 ………………………………………………………………………………….     105,0-106,8 DICC50(*)
ძაღლის ცოცხალი შესუსტებული პარაგრიპის ვირუსი (CPiV),
მანჰეტენის შტამი ………………………………………………………………………………….    105,0-106,9 DICC50(*)
(*) DICC50 : დოზა აინფიცირებს უჯრედული კულტურების 50%-ს.

სუსპენზია
ლეპტოსპიროზის გამომწვევი არააქტივირებული სპიროქეტა:
– სეროჯგუფი Canicola serovar Canicola, შტამი 601903………………………………… 4350 – 7330 U(**)
– სეროჯგუფი Icterohaemorrhagiae serovar Icterohaemorrhagiae, შტამი 601895.4250 – 6910 U(**)
(**) ანტიგენური მასის ELISA ერთეული

ლიოფილიზატი: თეთრი ლიოფილიზატი

სუსპენზია: გამჭვირვალე სითხე

სამიზნე სახეობა: ძაღლები

ჩვენება:
8 კვირის ასაკიდან ძაღლების აქტიური იმუნიზაციის მიზნით:
–       ძაღლის ჭირით (CDV) გამოწვეული სიკვდილიანობისა და კლინიკური ნიშნების პრევენცია;
–       ძაღლების ტიპი 1 ადენოვირუსით (CAV-1) გამოწვეული სიკვდილიანობისა და კლინიკური ნიშნების პრევენცია;
–       ძაღლის პარვოვირუსით (CPV)  გამოწვეული სიკვდილიანობისა და კლინიკური ნიშნების პრევენცია და ექსკრეციის შემცირება CPV-2b შტამით ჩატარებულ ეფექტიანობის კვლევებში;
–       ძაღლის პარვოვირუსით (CPV)  გამოწვეული სიკვდილიანობისა და კლინიკური ნიშნების პრევენცია და ექსკრეციის შემცირება CPV-2c შტამით ჩატარებულ ეფექტიანობის კვლევებში;
–       პარაგრიპის ვირუსით (CPiV) და ადენოვირუსით (CAV-2) გამოწვეული რესპირაციული კლინიკური ნიშნების და ვირუსული ექსკრეციის შემცირება;
–       L. Canicola-სთან დაკავშირებული სიკვდილიანობის პრევენცია და ინფექციის, კლინიკური ნიშნების, თირკმელში ბაქტერიების დაგროვების, თირკმლის დაზიანებისა და შარდის გამოყოფის შემცირება;
–       L. Icterohaemorrhagiae-სთან დაკავშირებული ინფექციის, კლინიკური ნიშნების, თირკმელში ბაქტერიების დაგროვების და შარდის გამოყოფის შემცირება.

გამოყენების წესი და დოზირება:
ლიოფილიზატის გამხსნელში გახსნის შემდეგ, ოდნავ შეანჯღრიეთ და დაუყონებლივ შეიყვანეთ კანქვეშ 1 მლ დოზა  ვაქცინაციის შემდეგი სქემის მიხედვით:

პირველი ვაქცინაცია:
– პირველი ინექცია ტარდება 8 კვირის ასაკიდან.
– მეორე ინექცია ტარდება 3 ან 4 კვირის შემდეგ.
დედისგან გამოყოლილმა ანტისხეულებმა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვაქცინაციის იმუნურ პასუხზე. ამ შემთხვევაში მესამე ინექცია რეკომენდებულია 15 კვირის ასაკიდან.

განმეორებითი ვაქცინაცია:
განმეორებითი ვაქცინაცია ერთჯერადი დოზით უნდა ჩატარდეს პირველი ვაქცინაციიდან 1 წლის შემდეგ.
შემდგომი ვაქცინაციები ტარდება მაქსიმუმ სამი წლის ინტერვალით.
ვინაიდან CPiV-ის და ლეპტოსპირებისთვის საჭიროა ყოველწლიური განმეორებითი ვაქცინაცია, CPiV და ლეპტოსპირების საწინააღმდეგო ვირბაკის ვაქცინის დოზა შესაძლოა ყოველწლიურად იქნას გაკეთებული.

იმუნიტეტის გამომუშავება:
იმუნიტეტის გამომუშავება იწყება CDV, CAV-2 და CPV-ს პირველი ვაქცინაციიდან 3 კვირის შემდეგ, CAV-1 და CPiV-ის პირველი ვაქცინაციიდან 4 კვირის შემდეგ,  L. Canicola-ს პირველი ვაქცინაციიდან 5 კვირის შემდეგ და L. Icterohaemorrhagiae-ის პირველი ვაქცინაციიდან  2 კვირის შემდეგ.

იმუნიტეტის ხანგრძლივობა:
იმუნიტეტის ხანგრძლივობა არის პირველი ვაქცინაციიდან ერთი წელი ყველა ვალენტობისთვის.
პირველი წლიური განმეორებითი ვაქცინაციის შემდეგ, იმუნიტეტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს CDV-ს, CAV-1-ს, CAV-2-ის და CPV-ს შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები: ინექციის ადგილის შესიება, შეშუპება,  ლეთარგია.

უკუჩვენებები: არ გამოვლინდა.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:
ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებში.
მაკეობა და ლაქტაცია: არ გამოიყენოთ მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები: 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოარიდეთ სინათლეს. არ გაიყინოთ.
შენახვის ვადა განზავების შემდეგ: დაუყოვნებლივ გამოიყენეთ.

შეფუთვა: კოლოფი ლიოფილიზატის 1 x 1  დოზის და სუსპენზიის 1 x 1 მლ დოზის შემცველობით.
კოლოფი ლიოფილიზატის 10 x 1 დოზის და სუსპენზიის 10 x 1 მლ დოზის შემცველობით.
კოლოფი ლიოფილიზატის 25 x 1 დოზის  და სუსპენზიის 25 x 1 მლ დოზის შემცველობით.
კოლოფი ლიოფილიზატის 50 x 1  დოზის და სუსპენზიის 50 x 1 მლ დოზის შემცველობით.
კოლოფი ლიოფილიზატის 100 x 1  დოზის და სუსპენზიის 100 x 1 მლ დოზის შემცველობით.