ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
კალციტოპი
კალციტოპი გამოიყენება მშობიარობის დროს რძის ცხელების თავიდან ასაცილებლად
რძის ცხელება (მშობიარობის შემდგომი პარეზი)
რძის ცხელება არის რთული მეტაბოლური დაავადება ძროხებში (ფურებში), რომელიც, როგორც წესი, გვხვდება მშობიარობის დროს და ყველაზე ხშირად მაღალპროდუქტიულ მეწველ პირუტყვშუი მესამე მოგებიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, მინერალების უკმარისობასთან დაკავშირებული, მეტაბოლური დაავადება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეწველ პირუტყვზე. ასეთ დროს კალციტოპი წარმოადგენს ყველაზე მარტივ, იაფ და საიმედო გამოსავალს.
შემადგენლობა:
52 გრამი კალციუმი, 15 გრამი ფოსფორი და 2,5 გრამი მაგნიუმი თითო დოზაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას ყველა სხვადასხვა მინერალის დეფიციტის პრევენცია, რომელიც იწვევს რძის ცხელებას.
D3 ვიტამინის მაღალი დოზა (44 270 სე) ნაწლავებში კალციუმის შეწოვისა და ძვლების მობილიზაციის გასაძლიერებლად.
კალციუმის 2 წყარო: კალციუმის ფოსფატი, რომელიც ძალიან სწრაფად შეიწოვება და დიკალციუმის ფოსფატი – უფრო ნელი შეწოვისთვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კალციტოპის ბოლუსი განკუთვნილია მშობიარობის დროს რძის ცხელების (მშობიარობის შემდგომი პარეზი) თავიდან ასაცილებლად.
ჩვენებები:
- აღადგენს კალციუმის და ფოსფორის დონეებს;
- ამცირებს რძის ცხელების განვითარების რისკს;
- ვიტამინი D3= უკეთესი შეწოვა;
- არ არის ქლორიდი – არ არის გაღიზიანებული საყლაპავი.
უპირატესობანი:
- უფრო ჯანმრთელი პირუტყვი;
- უფრო მეტი წარმოება;
- ნაკლები თანმხლები დაავადებები;
- დაბალი ხარჯები.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება პერორალურად, ბოლუს აპლიკატორის დახმარებით.
მშობიარობის პერიოდში:
2 კალციტოპის ბოლუსი მოგებამდე 12-24 საათით ადრე
2 კალციტოპის ბოლუსი მშობიარობისთანავე
1-2 კალციტოპის ბოლუსი მშობიარობიდან 10-12 საათის შემდეგ
1-2 კალციტოპის ბოლუსი მშობიარობიდან 24 საათის შემდეგ
კალციუმის ინფუზიის შემდეგ, როდესაც პირუტყვი კვლავ ადგება:
2 კალციტოპის ბოლუსი ინფუზიიდან 2 საათის შემდეგ
2 კალციტოპის ბოლუსი ინფუზიიდან 12 საათის შემდეგ
კვლევის შედეგები:
168 მეწველმა ძროხამ (ფურმა) მიიღო კალციტოპის 2 ბოლუსი ხბოს მოგებიდან მომდევნო დღეს და მათი მონაცემები შედარდა 136 ძროხის (ფურის) მონაცემებთან, რომლებმაც იმშობიარეს იმავე პერიოდში ერთი წლის წინ (ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, 2020 წ.). ინსემინაცია, ნაყოფის მოგდება, მასტიტი, მეტრიტი და კოჭლობა შედარდა ორ ჯგუფს შორის 60 დღის განმავლობაში, კალციტოპის ჯგუფში პირუტყვის ნახევარი განაყოფიერდა, საკონტროლო ჯგუფში – მხოლოდ 10%. მცირე რაოდენობით პირუტყვში, რომლებმაც მიიღეს კალციტოპი, აღინიშნა ნაყოფის მოგდება ან განუვითარდათ მასტიტი ან კოჭლობა. ორივე ჯგუფში მეტრიტის შემთხვევები მაღალი იყო, რაც ადასტურებს მეტრიტისადმი ყურადღების მიქცევის აუცილებლობას.
ბოლუსის უპირატესობები:
- უფრო ჯანმრთელი ცხოველები
- უფრო მეტი რძის მიღება
- ნაკლები თანმხლები დაავადებები
- დაბალი ხარჯები
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მაღალი ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შეფუთვა: 95 გრამიანი 12 ბოლუსი