ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ინსპექტორი კვადრო C

შემადგენლობაგარეგანი გამოყენების ხსნარი ინსპექტორი კვადრო C-ს 1 მლ  მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს: ფიპრონილს – 107 მგ, პრაზიკვანტელს – 42,8 მგ, და მოქსიდექტინს – 26,75 მგ და პირიპროქსიფენს – 21,4 მგ.

ჩვენება:  ინსპექტორი კვადრო C-ს უნიშნავენ ძაღლებს იქსოდური ტკიპებით გამოწვეული ენტომოზების, დემოდეკოზების, ოტოდექტოზის, სარკოპტოზის, აკაროზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდოზების (ტოქსოკაროზის, ტოქსასკარიდოზის, უნცინარიოზის, ანკილოსტომოზის, ტრიქოცეფალოზის), ცესტოდოზების (ტენიიდოზების, დიპილიდიოზის, ექინოკოკოზის, დიფილობოტრიოზის, მეზოცესტოიდოზის), ასოციაციური ნემატოდო-ცესტოდური ინვაზიების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, ასევე, დიროფილიარიოზის პროფილაქტიკისთვის.

გამოყენების წესი  და დოზირება: ძაღლების დასამუშავებლად ის დააქვთ მშრალ დაუზიანებელ კანზე, ცხრილში მითითებული დოზებით:

ცხოველის მასა პრეპარატის დოზა (პიპეტის ნომინალური მოცულობა), მლ
1-დან 4 კგ-მდე 0,4
4-დან 10 კგ-მდე 1,0
10-დან 25 კგ-მდე 2,5
25-დან 40 კგ-მდე 4,0
40-დან 60 კგ-მდე 6,0

60 კგ-ზე მეტი მასის ძაღლების დამუშავებისას პრეპარატს ხმარობენ გაანგარიშებით: 0,1 მლ – ცხოველის მასის ყოველ ერთ კილოგრამზე, სხვადასხვა მოცულობის პიპეტებისა და ტუბების გამოყენებით, 1 კგ-ზე ნაკლები მასის ძაღლების დამუშავებისას – გაანგარიშებით: ერთი წვეთი ხსნარი (0,05 მლ) ცხოველის მასის 0,5 კგ-ზე.

სამკურნალო მიზნებისთვის ცხოველთა დამუშავება წარმოებს ერთჯერადად, განმეორებითი ინვაზიის თავიდან ასაცილებლად კი – 4-6 კვირაში ერთხელ ექტოპარაზიტების აქტივობის მთელი სეზონის განმავლობაში.

დიროფილიაროზის პროფილაქტიკის მიზნით დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედო რეგიონებში პრეპარატს გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდში იყენებენ: ერთჯერადად კოღოებისა და მოსკიტების (D. immitis-ის გამომწვევის გადამტანების) გამოფრენის წინ, შემდეგ კი თვეში ერთხელ და სეზონზე ბოლოჯერ – მწერების ფრენის დასრულებიდან 1 თვის შემდეგ.

შენახვის პირობები0°C-დან 30°C-მდე ტემპერატურისა და ჰაერის არაუმეტეს 60% ტენიანობის პირობებში.

შენახვის ვადა:  2 წელი .

გამოშვების ფორმა: ინსპექტორ კვადრო C-ს უშვებენ პოლიმერულ პიპეტებში 0,4; 1,0; 2,5; 4,0 და 6,0 მლ-ად დაფასოებულს.