ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ვოუნდქეარი
კანის მოვლის ბუნებრივი სპრეი-ხსნარი
შემადგენლობა: 100 მლ ხსნარი შეიცავს შემდეგ ეთერზეთებს:
Azadirachta indica, Cymbopogon winterianus, Myristica fragrans, Melaleuca alternifolia, Eugenia cariophyllus, Oleum sesami, Oleum olivae, allium Sativum ……………………………………………………………………………………………..73%
იზოპროპილის სპირტი, გამოხდილი წყალი ……………………………………………100 მლ-მდე.
ჩვენება:
ვოუნდქეარი განკუთვნილია კანის დაავადებების, ჭრილობების ან ინფექციური ჭრილობების სამკურნალოდ. პროდუქტი ასევე ეფექტურია დამწვრობის სამკურნალოდ.
ვოუნდქეარი წარმოადგენს 100%-ით ნატურალურ პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია ყველა ცხოველისთვის. მისი ეთერზეთებისა და შერჩეული მცენარეების ექსტრაქტების წყალობით მოქმედებს ბაქტერიული ვირუსების, სოკოების და რწყილის მატლების წინააღმდეგ. ის არატოქსიკურია. ნატურალური ვოუნდქეარი დამატებითი ქიმიკატების გარეშე (როგორიცაა ანტიბიოტიკები, კორტიკოსტეროიდები) უსაფრთხოა მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.
სამიზნე სახეობები: ყველა სახეობის ცხოველი, განსაკუთრებით შინაური ცხოველები, კურდღლები, ფრინველები.
გამოყენების წესი და დოზირება:
როდესაც ჭრილობა სისხლმდენია, ჯერ შეაჩერეთ სისხლდენა, შემდეგ კარგად გაასუფთავეთ. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. შეასხურეთ 2-3-ჯერ დღეში ჭრილობის შეხორცების დასრულებამდე. არ გამოიყენოთ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ ჭრილობა არ შეხორცდება მითითებულ პერიოდში, მიმართეთ თქვენს ვეტერინარს.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნოუბაით პროდუქტი დამუშავებული ადგილის დაკბენისა და დანერწყვის თავიდან ასაცილებლად.
გვერდითი მოვლენები: არ არის.
უკუჩვენებები: არ არის აღწერილი.
ლოდინის პერიოდი: არ არის.
შენახვის პირობები: ინახება ტენიანობისა და სინათლისგან დაცულ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს. შეინახეთ დახურულ კონტეინერებში.
გაიცემა ურეცეპტოდ.