ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ვიუსიდი® აპისი
ფუტკრის ოჯახის ეკოლოგიურად სუფთა გამაძლიერებელი ეფექტური საშუალება,
გამდიდრებული მინერალებით და ამინომჟავებით
გამოშვების ფორმა: მოვარდისფრო სითხე ,სპეციფიკური სუნით
შემადგენლობა:
გ/150 მლ-ში:
გლუკოზამინი 3 გ
მალტოდექსტრინი 0.15 გ
არგინინი 3 გ
მონოამონიუმის გლიცირიზინატი 0.15 გ
გლიცინი 1.5 გ
ასკორბინის მჟავა 0.09 გ
პირიდოქსალი 0.003 გ
ფოლიუმის მჟავა 0.0003 გ
კალციუმის პანტოტენატი 0.009 გ
ციანოკობალამინი 1.5 მკგ
ვაშლის მჟავა 3 გ
თუთიის სულფატი (E6) 0.0225 გ
კალიუმის სორბატი 0.3 გ
ნატრიუმის ბენზოატი 0.3 გ
წყალი s.q. 150 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახასიათებს იმუნური სიტემის გაძლიერების და ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადების მიმართ. სპეციალურად შექმნილია ფუტკრის ოქსიდაციური სტრესის და იმუნური სიტემის მოდულირებისათვის.
შეიცავს ანტიოქსიდანტებს მიკრო და მაკრო და მაკრო ელემენტებს, გლიცერინის მჟავას და ანტივირუსული თვისებების ნივთიერებებს.
გამოიყენება იმუნოდეფიციტის დროს, ფუტკრის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ამავდროულად ასტიმულირებს ფუტკრის ოჯახების საერთო განვითარებას და პროდუქტიულობის ზრდას.
ჩვენებები:
- ასტიმულირებს და ააქტიურებს დედა ფუტკრის რეპროდუქციას;
- აძლიერებს ფუტკრის იმუნიტეტს;
- აკონტროლებს სიკვდილიანობას ინვაზიის ან ინფექციური პროცესების დროს;
- ამცირებს ფუტკრის სტრესს;
- აძლიერებს რძის გამოყოფას;
- ეფექტურია ვირუსულ და ბაქტერიულ დაავადებებზე (ამერიკული და ევროპული სიდამპლე);
- ზრდის ფრენის აქტივობას და სანთლის გამოყოფას;
- აწესრიგებს კვების დისბალანსს და დეფიციტებს, ნექტარისა და მტვრის სიმწირის დროს;
- ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას;
- ზრდის ფუტკრის რეზისტენტობას არახელსაყრელ პერიოდში (პესტიციდებით, ყვავილის მტვრის ჭარბი რაოდენობით გამოყოფილი ტოქსიკოზის დროს).
ვიუსიდი® აპისი არის ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი პროდუქტი, გვერდითი მოვლენების გარეშე, არ ილექება ფიჭაზე და თაფლში!
უკვე 10 წელზე მეტია, რაც ფიქსირდება ფუტკრის რაოდენობის საგანგაშო კლება ერთ სკაში, აშკარა მიზეზის გარეშე. ეს არის გლობალური მასშტაბის მქონე ფენომენი ე.წ კოლონიის კოლაფსის დარღვევა (CCD).
შესაძლო მიზეზებს შორის აღსანიშნავია ინფექციური და პარაზიტული აგენტები (ნოზემა, ვაროა და სხვა), პესტიციდები და აგროქიმიკატები და გარემო ფაქტორები (გლობალური დათბობა, თაფლის ფუტკრის გენეტიკური მრავალფეროვნების დაკარგვა და ა.შ.).
ვიუსიდ® აპისი უპირისპირდება CCD-ის პრობლემას თითოეული ფუტკრის ინდივიდუალური ჯანმრთელობისა და იმუნური რეაქციის გაძლიერებით და კოლონიის კვების დამატებით, რათა მან შეძლოს მისი შინაგანი ჰომეოსტაზის აღდგენა და შენარჩუნება.
ვიუსიდ® აპისი არის პროდუქტი ფუტკრის ჯანმრთელობისთვის და ფუტკრის სიკვდილიანობის წინააღმდეგ.
რა განაპირობებს მის ეფექტურობასა და განსხვავებულობას?
- მოლეკულური აქტივაციის პროცესი
- ინგრედიენტების უნიკალური კომბინაცია
- გამოყენების სიმარტივე
- სწრაფი მოქმედება
დოზირება და გამოყენების წესი:
ვიუსიდ® აპისის მომზადება შესაძლებელია წყალში, სიროფში ან ცომისებრ საკვებში (კანდში) განზავებით.
კვების მეთოდით: 1,5 მლ. ვიუსიდ® აპისი ემატება 1 ლიტრ შაქრიან სიროფს ან 1კგ. ცომისებრ საკვებს (კანდს), გამოიყენება თვეში სამჯერ, ერთკვირიანი ინტერვალით.
- არაპროდუქტიულ პერიოდებში:
აქტივობის შენარჩუნება ვიუსიდ® აპისით
2.5 მლ/კგ ან ლიტრი კონცენტრატი გამოიყენება ორ კვირაში ერთხელ.
- ღალიანობამდე:
ვიუსიდი® აპისის ყოველკვირეული გამოყენება
5-15 მლ/კგ ან ლიტრი კონცენტრატი მინიმუმ 5 კვირის განმავლობაში.
- ნაყრიანობის პერიოდში:
ვიუსიდი® აპისის ყოველკვირეული გამოყენება
10-15 მლ/კგ ან ლიტრი კონცენტრატი მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ ადგილას < 30oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვა: პოლიმერული ფლაკონი 30მლ, 150 მლ.
მწარმოებელი: „კათალიზისი“ – ესპანეთი