დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 მლ  შეიცავს:

ვიტამინი A – 300.000 სე,

ვიტამინი D3 – 100.000 სე,

ვიტამინი E – 50 მგ.

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა და ღორი

გამოიყენება:

  • A, D3, E ვიტამინების უკმარისობა
  • ბაქტერიული ინფექციები
  • ზრდაში ჩამორჩენა
  • თეთრკუნთოვანი დაავადება
  • არაინფექციური რეპროდუქტიული დარღვევები
  • მხედველობის დაქვეითება
  • ენტერიტი
  • რაქიტი
  • ოსტეომალაცია
  • კანის ფუნქციის დაქვეითება – ჰიპერკერატოზი, ქსეროფტალმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი A – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილების (ბადურისა და კანის ჩათვლით) და ლორწოვანი მემბრანის დაცვაში. კანის ჰიპერკერატოზის, ქსეროფტალმიის, სიბრმავის, ნერვული აშლილობის, ზრდის დონის დაქვეითების, ფერტილობის დაქვეითების მოწესრიგება. ვიტამინი D3 – უზრუნველყოფს კალციუმ­ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირებას. ხელს უწყობს ძვლების კალციფიკაციას. D3 ვიტამინის უკმარისობის სიმპტომები: რაქიტი და ოსტეომალაცია. ვიტამინი E – მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი.

კუნთოვანი სისტემის დარღვევების (თეთრკუნთოვანი დაავადება ხბოებში და სხვა) პროფილაქტიკა. ინექციის შემდეგ ვიტამინები სწრაფად და სრულად აბსორბირდება.

მიღების წესი და დოზირება: შეიყვანება კუნთში ერთჯერადად:

• ცხენი – 5 მლ ცხოველზე;

• კვიცი – 1,5  მლ ცხოველზე;

• მსხვილფეხა საქონელი – 7 მლ- ცხოველზე;

• ხბო (45–75 კგ) – 1,5 მლ ცხოველზე;

• ხბო (<45 კგ) – 1,0 მლ ცხოველზე;

• ცხვარი, თხა – 1,5 მლ ცხოველზე;

• ღორი (50–110 კგ) – 1,5 მლ ცხოველზე;

• გოჭი (10–50 კგ) – 0,5 მლ ცხოველზე;

• ნეზვი (ლაქტაციისას) – 2–2,5 მლ ცხოველზე;

• კერატი – 2–2,5 მლ ცხოველზე.

განმეორებითი მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ვეტერინარის კონსულტაციით.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: პრეპარატის შეყვანა დაუშვებელია ერთ კვირაზე ნაკლები ასაკის ცხოველებში;

პრეპარატი არ ენიშნებათ კატებს.

დაყოვნების პერიოდი: 0 დღე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 8–150C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 1 წელი.

შეფუთვის ფორმა: 100 მლ შუშის ფლაკონი.