ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: პრეპარატის 100 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: ბუტაფოსფანს – 10,0 გ; ციანკობალამინს – 0,005 გ; დამხმარე ნივთიერებებს: H-ბუტანოლს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, საინექციო წყალს.
სამიზნე ცხოველები:მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი, კატა, ბეწვიანი ნადირი.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება:
ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად გადატანილი სხვადასხვა დაავადებების შემდეგ:
- ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მოწესრიგება;
- ჰემოპოეზის სტიმულაცია ანემიის ეტიოლოგიის დროს;
- მადისა და დამახინჯებული გემოს აღსადგენად;
- მასტიტის კომპლექსური თერაპიის დროს;
- გინეკოლოგიური დაავადებების და უნაყოფობის დროს;
- კუჭ-ნაწლავური და რესპირატორული ჰიპოტროფიის დროს;
- ახალგაზრდა ცხოველების ზრდის დასაჩქარებლად;
- ცხოველთა ორგანიზმის რეზისტენტობის სტიმულირებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატში შემავალი ნივთიერება – ბუტაფოსფანი – ფოსფორის ორგანული ნაერთი, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს, აღადგენს ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობას;
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) – ასტიმულირებს ერითროპოეზს, ააქტიურებს ცილების სინთეზს, აუმჯობესებს ცხოველების ზრდასა და განვითარებას. ამაღლებს ნეიტროფილების ფაგოციტურ რეაქციას.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს იყენებენ ინტრავენურად და კანქვეშ, ფრინველში სასმელ წყალთან ერთად, 3–5-ჯერ დღეგამოშვებით (ერთ ცხოველზე) დოზებით:
• ძროხა, ცხენი – 15–25 მლ
• ხბო, კვიცი – 5–10 მლ
• ცხვარი, თხა – 5–8 მლ
• ბატკანი – 1,5–2,5 მლ
• ნეზვი – 5–10 მლ
• გოჭი – 1–2,5 მლ
• ძაღლი – 0,5–2,5 მლ
• კატა და ბეწვიანი ცხოველები – 0,5–1 მლ
ფრინველს პრეპარატს აძლევენ სასმელ წყალთან ერთად შემდეგი გაანგარიშებით: წიწილებს – 15–19 და 27–31 დღის ასაკში ერთ ფრინველზე – 0,3 მლ, ბროილერს და კვერცხისმდებელ დედლებს – 0,2–3 მლ 1 ლ წყალზე. წყალში გახსნილი პრეპარატის გამოყენების ვადაა – 24 საათი.
უკუჩვენებები: ვეტოზალი არ შეურიოთ სხვა პრეპარატებს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250C-ზე.
შენახვის ვადა: 5 წელი.
შეფუთვის ფორმა: 10 და 100 მლ მინის ფლაკონები.

