ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ეფერფიზი

ეფერფიზის არის შუშხუნა ტაბლეტი, რომელიც გათვალისწინებულია რეჰიდრატაციის მოსაწესრიგებლად ისეთ სიტუაციებში, როდესაც ხბო კარგავს სითხეს და ელექტროლიტს.

დიარეა (ფაღარათი) არის ხბოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პრობლემა და წარმოადგენს 2-დან 30 დღემდე ასაკის ხბოების სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზსს.  დიარეა (ფაღარათი) – შეადგენს რა ხბოების სიკვდილიანობის თითქმის 30%-ს, იგი მნიშვნელოვან ფინანსურ გავლენას ახდენს პირუტყვის ფერმებზე. ამიტომ, პერორალური რეჰიდრატაციული მკურნალობა გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს დიარეის (ფაღარათის) მქონე ხბოებისთვის. ასეთ შემთხვევაში ეფერფიზი – ოპტიმალური ელექტროლიტური ბალანსით, წარმოადგენს პრაქტიკული გამოსავალს.

ელექტროლიტების ოპტიმალური ბალანსი

მმოლ/ლ რეკომენდაციები ეფერფიზი ეფირდალი
[K+] 10 მმოლ/ლ < [K+] < 30 მმოლ/ლ 28 15
[NA+] 60 მმოლ/ლ < [NA+] < 120 მმოლ/ლ 120 120
[CL-] 40 მმოლ/ლ < [CL-] < 85 მმოლ/ლ 69 55
[ბიკარბონატი] > 30 მმოლ/ლ 79 80
SID 70 მმოლ/ლ – 90 მმოლ/ლ 79 80
ტაბლეტები ყოველ 2 ლ კვებაზე 1 2
არომატი ვანილი არა

 უპირატესობები:

  • პირუტყვის სწრაფი გამოჯანმრთელება;
  • წყლისა  და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა;
  • ბუფერის როლი  სისხლის მჟავიანობაში.
  • უკეთესი ხანგრძლივი პროდუქტიულობა;
  • უფრო ნაკლები დანახარჯები.

გამოყენების წესი და დოზირება:

ეფერფიზი გამოიყენება ხბოებში საჭმლის მომნელებელი პრობლემების (დიარეის) რისკის დროს და მის შემდეგ.

ეფერფიზის 1 ტაბლეტი 2 ლიტრ თბილ წყალში (დაახლოებით 50°C) ჭამის დროს. გაიმეორეთ 2 ან 3 დღის განმავლობაში.

მომდევნო 2 დღის განმავლობაში 1 ლიტრი Efferfizz-ის ხსნარი შეიძლება შეურიოთ 1 ლიტრ რძეს ან რძის შემცვლელს.

დეჰიდრატაციის კლინიკური ნიშნები:

დიარეის (ფაღარათის) მქონე ხბოს მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია სითხის მიღება, რათა მოხდეს წყლისა და ელექტროლიტების მნიშვნელოვანი დანაკარგის თავიდან აცილება, რაც აისახება ხბოების კლინიკურ ნიშნებსა და პოტენციურ სიკვდილიანობაზე. ამ ნიშნების ამოცნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სხეულის წონის შემცირების პროცენტულობა დეჰიდრატაციის თანმხლები სახით კლინიკური ნიშნები
4 არ აღინიშნება
6 კანის ელასტიურობის დაკარგვა, პირის და ცხვირის სიმშრალე
8 ენოფთალმი და კიდურების გაციება
10 ცივი ფეხები და პირის ღრუ, ზოგადად მწოლიარე მდგომარეობა
12 კომატოზური და შოკური მდგომარეობა
14 სიკვდილი

 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მაღალი ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი.

შეფუთვა: კოლოფში 60 გრამიანი 20 ტაბლეტი.