ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ევიქტო®
ადგილობრივი გამოყენების მოყვითალო ხსნარი

აქტიური ნივთერებ(ებ)ის და სხვა კომპონენტების ჩამონათვალი:

თითოეული ერთეული დოზა (პიპეტი) შეიცავს შემდეგ რაოდენობას:

სელამექტინი (15 მგ-დან 360 მგ-მდ),

მოქმედება:

ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ცხოველზე არსებული ზრდასრული რწყილები კვდება, დადებული კვერცხები აღარ არის სიცოცხლისუნარიანი და ლარვები (მხოლოდ გარემოში მყოფი) კვდება. შეჩერებულია რწყილების გამრავლება და შესაბამისად შეწყვეტილია რწყილების სასიცოცხლო ციკლი. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ყოველთვიურად მწერების სეზონის დასრულებამდე. ბოლო გამოყენება უნდა მოხდეს ცხოველზე მწერების ბოლო გამოვლენის შემდგომ თვეში.

ეფექტურობა გამოყენებიდან 3 კვირის განმავლობაში. მაკე და მეძუძური ცხოველების ყოველთვიურად მკურნალობა ხელს უწყობს  7 კვირამდე ასაკის ლეკვებისა და კნუტების რწყილებით ინვაზიის თავიდან აცილებას.

ჩვენებები:

რწყილებით (Ctenocephalides spp.) ყურის ტკიპებით (Otodectes cynotis) გამოწვეული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

გულის ჭიებით (Dirofilaria immitis) გამოწვეული დიროფილარიოზის პროფილაქტიკა, პრეპარატის ყოველთვიურად გამოყენებით.

კატებში:

–           სისხლის მწოველი ტილების  (Felicola subrostratus)

–           მრგვალის ჭიები (Toxocara cati)

–           ზრდასრული ნაწლავის ჭიები (Ancylostoma tubaeforme).

ძაღლებში:

–           ბალანჭამიები (Trichodectes canis)

–           სარკოპტოიდული ტკიპები (Sarcoptes scabiei)

–           მრგვალის ჭიები (Toxocara canis)

სამიზნე სახეობები: კატები და/ან ძაღლები.

დოზირება და მიღების წესი: ადგილობრივი გამოყენება. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ერთჯერადად, მინიმუმ  6 მგ სელამექტინი კილოგრამ სხეულის მასაზე.

მკურნალობა უნდა მოხდეს ეტიკეტის შესაბამისად  და წონის გათვალისწინებით.

ვეტერინარული პრეპარატის ერთჯერად გამოყენება მიზანშეწონილია –ასკარიდოზის, სისხლის მწოველი ტილების, ყურის ტკიპების, ანკილოსტომოზისას.

სარკოპტპზისას ორჯერადად 1 თვის ინტერვალით.

რჩევები პრეპარატის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით:

კისრის ძირში, მხრის ძვალთან გადაწიეთ  ცხოველის ბეწვი, დაადეთ პიპეტის წვერი უშუალოდ კანზე და დაიტანეთ პიპეტში არსებული პრეპარატის სრული რაოდენობა, შეზელვის  გარეშე.  მოერიდეთ პროდუქტის შეხებას თითებთან.

გვერდითი მოვლენები: კატებში  მსუბუქი გარდამავალი ალოპეცია გამოყენების ადგილას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ადგილობრივი და გარდამავალი გაღიზიანება.

კატებში დიდი რაოდენობით ალოკვის შემთხვევაში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ჰიპერსალივაცია.

ძაღლებში და კატებში ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოვლინება შექცევადი ნევროლოგიური ნიშნები, მათ შორის კრუნჩხვები.

უკუჩვენებები: 6 კვირაზე ნაკლები ასაკის ცხოველები. თანმხლები დაავადებები  ან დასუსტებული და არასაკმარისი წონის მქონე (აღნაგობისა და ასაკის  გამო) კატები. აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:

ცხოველების დაბანა შესაძლებელია მკურნალობიდან 2 საათის შემდეგ, ყურის ტკიპების სამკურნალოდ არ შეიყვანება პირდაპირ ყურის არხში.

პრეპარატის დატანა შესაძლებელია მხოლოდ კანზე.  არ შეიძლება მიღება პერორალური ან პარენტერალური გზით.

პროდუქტი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მაკეობის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფ კატებსა და ძაღლებში. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია რეპროდუქციული ასაკის კატებსა და ძაღლებში.

შენახვის პირობები: არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ გაუხსნელი პაკეტი მშრალ, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენება პიპეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რაიმე სახის გვერდით მოვლენის შენიშვნისას, თუნდაც ისეთ გვერდით მოვლენის, რომელებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მითითებული არ არის, ან თუ პრეპარატის მოქმედება  არაეფექტურია, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.