ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ეასოტიკი
ძაღლის ყურში ჩასაწვეთებელი სუსპენზია
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებ(ბე)ის და სხვა კომპონენტ(ებ)ის ჩამონათვალი:
ჰიდროკორტიზონის აცეპონატი ………………………….. 1.11 მგ/მლ
მიკონაზოლის ნიტრატი ………………………………………. 15.1 მგ/მლ
გენტამიცინის სულფატი …………………………………….. 1505 სე/მლ
ჩვენება: გარეგანი ოტიტი, გამოწვეული გენტამიცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით (Staphylococcus pseudontermedius) და მიკონაზოლისადმი მგრძნობიარე სოკოებით (Malassezia pachydermatis).
სამიზნე სახეობები: ძაღლები.
გამოყენება და დოზირების მეთოდი:
ყურში ჩაწვეთების გზით. 1 მლ თითოეულ ყურში ერთ ჩაწვეთებაზე დღეში ერთხელ. გამოყენება უნდა მოხდეს ხუთი დღე ზედიზედ. მკურნალობამდე რეკომენდებულია გარეგანი ყურის გაწმენდა, გაშრობა და ზედმეტი თმის მოჭრა. პირველ ჩაწვეთებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი და ორჯერ დააჭირეთ ტუმბოს, რომ წამალი მოხვდეს საწვეთარში. შეიყვანეთ კანულა სასმენ არხში. თითეული დაჭერა უდრის ერთი დოზას (1 მლ).
ჩაწვეთების შემდეგ, ხანმოკლე დროით და ფრთხილად დაზილეთ ყურის ძირი, რათა პრეპარატმა ღრმად შეაღწიოს ყურის არხში.
ვეტერინარული პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ოთახის ტემპერატურის.
გვერდითი მოვლენები: ყურის მსუბუქი და ზომიერი სიწითლე, შესაძლოა გამოვლინდეს პაპულები.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში სმენის დაქვეითება (სმენის ნაწილობრივი დაკარგვა ან სიყრუე), განსაკუთრებით ხანდაზმულ ძაღლებში.
არ გამოიყენება:
აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;
ტიმპანური მემბრანის პერფორაციის შემთხვევაში;
პარაზიტული ოტიტი;
ოტოტოქსიკური ეფექტის მქონე ნივთიერებებთან ერთად.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები: გამოყენებამდე უნდა მოხდეს დაავადების აღმძვრელის და მისი მგრძნობელობის განსაზღვრა.
ვეტერინარული პრეპარატის გამოყენებამდე ზედმიწევნით შეამოწმეთ ყურის არხი, ტიმპანური მემბრანის მთლიანობის შესამოწმებლად. სისტემატიურად, თერაპიულ დოზებზე მაღალი დოზებით გამოყემენისას ოტოტოქსიკური მოქმედება.
სიფრთხილით გამოიყენეთ მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ სარგებლის/რისკის განსაზღვრის შემდეგ.
დაუშცებელის სხვა ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებთან შერევა.
შენახვის პირობები: მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 0°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 24 თვე დამზადების დღიდან. პირველი გამოყენებიდან 10 დღე.
გამოშვების ფორმა: ბოთლი10 მლ.
რაიმე სახის გვერდით მოვლენის შენიშვნისას, თუნდაც ისეთ გვერდით მოვლენის, რომელებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მითითებული არ არის, ან თუ პრეპარატის მოქმედება არაეფექტურია, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.