ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

დოქტორ ზაიდალის ჰიპოალერგიული შამპუნი

კონცენტრირებული ჰიპოალერგიული შამპუნი შექმნილია განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე და ალერგიისადმი მიდრეკილი ძაღლებისთვის  და კატებისთვის.

შეიცავს  გამწმენდ, დამატენიანებელ და მაკონდიცირებელ ნივთიერებებს, აღადგენს კანის დამცავ ბარიერს. შამპუნის გამოყენება აადვილებს ბეწვის დავარცხნას, ხელს უშლის კანის გამოშრობას და ანიჭებს ბეწვს ბუნებრივ სირბილეს და ბზინვარებას.

შამპუნი არ შეიცავს საღებავებს, სუნამოებს და პარაბენებს!

შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა შამპუნების აუტანლობის და ალერგიისადმი მიდრეკილი შემდეგი ჯიშის ძაღლების  შემთხვევაში: ამერიკული სტაფორდშირ ტერიერი, ბოქსიორი, ბოსტონის ტერიერი, ინგლისური ბულდოგი, ფრანგული ბულდოგი, ბულ ტერიერი, კეირნ ტერიერი, კავალიერ კინგ ჩარლზი, დალმატინელი, ფოქსტერიერი, გოლდენ რეტრივერი, ჯეკ რასელ ტერიერი, ლაბრადორ რეტრივერი, ტიბეტური ტერიერი, შნაუცერი, შოტლანდიური ტერიერი, მოპსი, გერმანული ნაგაზი, სეტერები, შარპეი, ში-ტცუ, თეთრი ვესტ ჰოილინ ტერიერი.

შემადგენლობა: წყალი, ნატრიუმის ლაურეთ სულფატი, ნატრიუმის კოკოილის ჰიდროლიზებული ხორბლის ცილა, PEG-7 გლიცერილის კოკოატი, გლიცერილის სტეარატი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბენზოატი.

გამოყენების მეთოდი:

გამოყენებამდე განაზავეთ წყლით. კარგად დავარცხნეთ  ძაღლი, ცხოველის ბეწვი და კანი დაასველეთ წყლით. წაუსვით შამპუნი და შეაზილეთ ენერგიულად ქაფის გაჩენამდე. გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ კარგად ჩამობანეთ წყლით. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. მოერიდეთ ცხოველის პირთან, თვალებთან და ყურებთან კონტაქტს.

კანის პრობლემების შემთხვევაში, გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ ვეტერინართან.

პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ცხოველებისთვის!

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

შეფუთვა: 220 მლ.