ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

დოქტორ ზაიდალის შამპუნი შვრიის და ალოე ვერას ექსტრაქტით

დოქტორ ზაიდალის კონცენტრირებული ქავილის საწინააღმდეგო შამპუნი, იდეალურია გაღიზიანებისკენ მიდრეკილი მშრალი კანის მოვლისთვის. რეკომენდებულია მისი გამოყენება ასევე  ისეთი კანის დაავადებების მკურნალობისას, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი ან ცხიმოვანი ჯირკვლების ანთება.

შვრიის ექსტრაქტს აქვს გამოხატული ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი, ხოლო ალოე და შარდოვანა ატენიანებს კანს. შამპუნში შემავალი ალანტოინი არბილებს და ამშვიდებს გაღიზიანულ კანს. შამპუნი ეფექტურად აშორებს ჭუჭყსაც.

რეკომენდაციები:

შამპუნი განკუთვნილია კანის მოვლისთვის შემდეგ შემთხვევებში:

  • კანის სიმშრალე;
  • კანის გაღიზიანებისკენ მიდრეკილება;
  • როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება კანის დაავადებების დროს, როგორიცაა ატოპია და ცხიმოვანი ჯირკვლების ანთება

შემადგენლობა:

  • შვრიის ექსტრაქტი
  • ალოე ვერას ექსტრაქტი
  • ალანტოინი
  • შარდოვანა
  • დ-პანთენოლი

გამოყენების მეთოდი:

კონცენტრირებული პროდუქტი, გამოყენებამდე განაზავეთ წყლით. კარგად დავარცხნეთ  ძაღლი ან კატა, ცხოველის ბეწვი და კანი კარგად დაასველეთ წყლით, წაუსვით შამპუნი და შეაზილეთ ენერგიულად ქაფის გაჩენამდე, გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ კარგად ჩამობანეთ წყლით. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. მოერიდეთ ცხოველის პირთან, თვალებთან და ყურებთან კონტაქტს. კანის პრობლემების შემთხვევაში, გამოყენების მეთოდი და სიხშირე უნდა შეთანხმდეს ვეტერინართან.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

შეფუთვა: 220 მლ.