დეტალური აღწერა
შემადგენლობა:
თითოეული დოზა (1 მლ) შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას:
ცოფის ინაქტივირებული ვირუსი,
შტამი PV-Paris/BHK/purify.Pass, SVR-289 ≥ 1 MO
დამხმარე ნივთიერებებს:
გენტამიცინი ≤ 30 მკგ/მლ;
მერტოლიატი ≤ 0,01% W/V
ადიუვანტს:
ალუმინის ჰიდროქსიდს ± 1% V/V
იმუნობილოგიური თვისებები
ცოფის საწინააღმდეგო იმუნიტეტი წარმოიქმნება ვაქცინის გამოყენების შემდეგ მე-14 დღეს, რომელიც გრძელდება არა ნაკლებ 1 წლის განმავლობაში.
სამიზნე ცხოველები:
ძაღლი, კატა.
გამოყენება:
ცოფის საწინააღმდეგოდ კლინიკურად ჯანმრთელ 3 თვის და მეტი ასაკის ძაღლში და კატაში აქტიური იმუნიზაციით.
გამოყენების წესი და დოზები:
ძაღლი და კატა:
კარგად შეანჯღრიეთ. ასეპტიკურად შეიყვანეთ 1 მლ კანქვეშ. ძაღლის ვაქცინაცია შეიძლება კუნთებში ან კანქვეშ.
პირველადი ვაქცინაცია: 3 თვისა და მეტი ასაკის ძაღლსა და კატაში შეყავთ 1 მლ. ვაქცინაციას განმეორებით ატარებენ 1 წლის შემდეგ.
რევაქცინაცია: რეკომენდებულია ვაქცინის ერთი დოზის გამოყენება ყოველ 3 წელიწადში. შესაძლებელია ყოველწლიური ვაქცინაციის ჩატარება ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე სახელმწიფოს კანონმდებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.
გვერდითი ეფექტები:
ვაქცინის დანიშნულების შესაბამისად გამოყენებისას არ იქნა გამოვლენილი არანაირი გვერდითი ეფექტები.
უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელ ცხოველებზე. დამცავი იმუნური პასუხი შეიძლება არ იქნას მიღწეული ცხოველებში:
რომლებიც იმყოფებიან ინფექციური დაავადებების საინკუბაციო პერიოდში, გამოფიტულ ან ჰელმინთებით ინფიცირებულ ცხოველებში, რომლებიც იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში.
ლოდინის პერიოდი:0 დღე
შენახვის ვადა: 18 თვე
ფლაკონის შიგთავსი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ მისი გახსნის შემდეგ.
შენახვის პირობები: მშრალი, ბნელი ადგილი 2OC-დან 7OC-მდე ტემპერატურაზე. უფრო მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების დროს შესაძლებელია ვაქცინის ეფექტურობის დაქვეითება.
არ გაყინოთ!
შეფუთვა: პლასტიკური HPDE ფლაკონები 1, 10 და 25 დოზების შემცველობით დახუფულია რეზინის საცობებით და ჰერმეტიზებული ალუმინის თავაკით კოლოფებში მოთავსებით 1x 50, 10×1, 25×1 ფლაკონებად.

