დეტალური აღწერა

შემადგენლობა: მოქმედ ნივთიერებად (მნ) შეიცავს მეორე თაობის ანტიკოაგულანტს – ბროდიფაკუმს 0,005%-ის ოდენობით და ბიტრექსს (მწარე გემოს მქონე კომპონენტს). საშუალებაში შედის აგრეთვე საღებავი, ატრაქტანტი, მცენარეული ზეთი, კონსერვანტი და საკვები შემავსებლები.

ფარმაკოლოგიური თვისებები: საშუალება მაღალი როდენტიციდური აქტივობით გამოირჩევა ვირთხებისა და თაგვების წინააღმდეგ: სატყუარა შეადგენდა: ვირთხების დღიური რაციონის 49%-ს, სახლის თაგვებისას – 43% და მემინდვრიების დღიური რაციონის 35%. ვირთხები იღუპებოდა მე-4 – მე-5 დღეს (საშუალოდ, 4,3 დღეში), თაგვები – მე-5 – მე-4 დღეს (საშუალოდ, 4,7 დღეში) და მემინდვრიები – მე-5 – მე-4 დღეს (საშუალოდ, 4,5 დღეში).

მოქმედი ნივთიერება – ბროდიფაკუმი ГОСТ 12.1.007-76 სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით ძალიან საშიშ ნივთიერებათა 1-ელ კლასს განეკუთვნება. ვირთხის კუჭში შეყვანისას DL50 არის 0,42-0,56 მგ/კგ, თაგვის კუჭში შეყვანისას კი – 0,4 მგ/კგ. ბოცვრის კანზე დატანისას DL50 შეადგენს 0,25-0,62 მგ/კგ-ს, ვირთხის კანზე – 3,2-5,2 მგ/კგ-ს. LC30 ნაერთისთვის ძალიან დაბალია – 50 მგ/მ3 (აეროზოლი). აქვს გამოხატული კუმულაციური მოქმედება (Kკუმ < 1). კანზე განმეორებით დატანისას დადგენილია კანზე რეზორბციული ეფექტი, ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება სუსტად არის გამოხატული.

მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების მიხედვით კუჭში მოხვედრისას და კანზე დატანისას განეკუთვნება ნაკლებად საშიშ ნივთიერებათა მე-4 კლასს; კანზე განმეორებით დატანისას გამოვლენილია სუსტი ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მოქმედება; დადგენილია სუსტად გამაღიზიანებელი მოქმედება თვალების ლორწოვან გარსებზე; როდენტიციდების ტოქსიკურობის მალიმიტირებელი მაჩვენებლის – კუმულაციის მიხედვით, როდენტიციდების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასიფიკაციით განეკუთვნება ძლიერ საშიში ნივთიერებების მე-2 კლასს (Kკუმ = 1). საშუალების ორთქლი ნაკლებად საშიშია მისი მოქმედი ნივთიერების – ბროდიფაკუმის აქროლადობის დაბალი უნარის გამო.

მოქმედი ნივთიერების – ბროდიფაკუმის ზდკ (მავნე ნივთიერების ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია) სამუშაო ზონის ჰაერში – 0,001 მგ/მ (აეროზოლი) – საშიშროების 1-ელი კლასი აღნიშვნით “საჭიროებს კანისა და თვალების დაცვას“.

ჩვენება: საშუალება განკუთვნილია სხვადასხვა კატეგორიის ობიექტებზე: საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში, საწარმოო და მიწისქვეშა ნაგებობებში, კვების მრეწველობის საწარმოებში, სარდაფებში, საკუჭნაოებში, კოტეჯებთან და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებთან არსებულ ბაღ-ბოსტნებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე,  ასევე, საკვები, საბავშვო (ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში) და სამკურნალო დაწესებულებების დამხმარე სათავსებში იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც დაკავებული არიან სადეზინფექციო საქმიანობით, ან მოსახლეობის მიერ ყოფა-ცხოვრებაში ვირთხების (რუხი და შავი), სახლისა და ტყის თაგვების, მემინდვრიების გასანადგურებლად.

გამოყენების წესი  და დოზირება: სატყუარას განთავსების ადგილები და მისი ხარჯი დამოკიდებულია მღრღნელების საცხოვრებელ სტაციასა და მათ რიცხოვნობაზე (ცხრილი).

სატყუარას ხარჯი მღრღნელების რიცხოვნობიდან გამომდინარე

მღრღნელის სახეობა საცხოვრებელი სტაცია და სატყუარას განთავსების ადგილები განთავსების ნორმები, გ/სტაციაზე, რიცხოვნობიდან გამომდინარე
მაღალი დაბალი
რუხი, შავი ვირთხები შენობაში და გარეთ 1 პორცია – 50 გ

ხარჯი 10 გ/მ3-მდე

1 პორცია – 20 გ

ხარჯი 2 გ/მ3-მდე

თაგვები, მემინდვრიები შენობაში და გარეთ 1 პორცია – 30 გ

ხარჯი 8 გ/მ3-მდე

1 პორცია – 10 გ

ხარჯი 1 გ/მ3-მდე

 

სატყუარას ათავსებენ ისეთ ადგილებში, სადაც აღმოჩენილია მღრღნელების ცხოველმოქმედების კვალი (ნაღრღნი, ცურცლი): გადაადგილების გზებზე, კუთხეებში, კედლებისა და ტიხრების გასწვრივ, ავეჯის ქვეშ, სოროებთან ახლოს, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც ბუნებრივ-კეროვანი ინფექციების გაჩენაა შესაძლებელი სატყუარას დებენ მშრალ ადგილებში საფარის (კარადების, მოწყობილობებისა და მისთანების) ქვეშ, ამ მიზნებისთვის მომარჯვებულ ტევადობებში (კონტეინერებში, ხონჩებზე, ყუთებში) ან ქვეშ უდებენ მკვრივ ქაღალდს, პოლიეთილენს, პლასტიკატს, რაც, თავისი არსით, სტაციონარულ მისატყუებელ სადგურებს წარმოადგენს. ეს ზრდის შეჭმული საშუალების რაოდენობას, ხელს უშლის მღრღნელების მიერ მის ნაწილ-ნაწილ წაღებას, ასევე ართულებს საშუალებაზე არამიზნობრივი სახეობების ცხოველების წვდომას.

სატყუარას ათავსებენ 20-50 გრამის ოდენობებად ვირთხების დასამუშავებლად და 10-30 გრამის ოდენობებად – თაგვებისთვის. თუ სატყუარას ეს რაოდენობა შეიჭამა, ის საკმარისია მღრღნელების დასაღუპად, რადგან ბროდიფაკუმი, სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, არა მარტო ანტიკოაგულანტურ მოქმედებას, არამედ სწრაფი მოქმედების შხამის თვისებებსაც ავლენს.

სატყუარას განთავსების ადგილებს შორის დაშორება 2-დან 15 მეტრამდე შეიძლება იყოს, რაც მღრღნელების რიცხოვნობაზეა დამოკიდებული. რადგან თაგვებისა და მემინდვრიებისთვის სატყუარა უფრო ნაკლები რაოდენობით იდება, ვიდრე ვირთხებისთვის, მას უფრო ხშირ-ხშირად და მთელ შენობაზე ანაწილებენ.

განთავსებულ სატყუარად დადებიდან 1-2 დღეში ამოწმებენ, შემდეგ კი 7-10 დღის განმავლობაში აკვირდებიან, თუ რამდენი შეიჭამა. შეჭმულ პორციებს ახლებით ანაცვლებენ, ხელუხლებლები კი გადააქვთ სხვა ადგილებში, სადაც მღრღნელებია შემჩნეული.

სატყუარას განთავსებას ვასრულებთ მაშინ, როდესაც სატყუარა ყველგან ხელუხლებელი გვხვდება.

შენახვის  პირობები:  საშუალებას ინახავენ მშრალ, დახურულ საწყობში, დახურული ტარით, არანაკლებ მინუს 20°C და არაუმეტეს პლუს 40°C ტემპერატურაზე, ცხოველების საკვებისა და ფურაჟისგან განცალკევებით.

ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადაა 2 წელი დამამზადებლის გაუხსნელ საფუთავში.

გამოშვების ფორმა:  საშუალებას აფასოებენ 8; 10; 16; 20 ცალ, 10-13 გ მასის მქონე ფილტრ-პაკეტს პოლიპროპილენის პაკეტში და 0,5; 1; 2; 5; 10 და 20 კგ-ს – ვედროებში.