დეტალური აღწერა

შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას:

გენტამიცინის სულფატს – 40 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: გენტამიცინი – ანტიბიოტიკია, რომელიც განეკუთვნება ამინოგლიკოზიდების ჯგუფს. ის აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ (E. coli, Salmonella spp., Shigella spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Некоторых видов Proteus spp. И Serratia spp., Pseudomonas aeruginosa, Pasteurella multocida, Staрhylococcus spp., Serpulina hyodysenteriae, Mycoplasma spp.). გენტამიცი ანტიმიკრობულ გავლენას ავლენს რიბოსომებში ცილის სინთეზის დამუხრუჭებით.

გენტამიცინი შეყვანის შემდეგ ადვილად აბსორბირდება, ავლენს რა მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 30-60. თერაპიული კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნდება 6-8 საათის განმავლობაში. მაღალი კონცენტრაცია  იქმნება ორგანიზმის ქსოვილთა უმეტესობაში, კარგად აღწევს სითხეში, ასევე აბსცესების ექსუდატში; პერიტონიალურ, პლევრარულ, ასციტურ, სინოვიალურ, პერიკარდიალურ სითხეებში. მაღალი კონცენტრაცია  ვლინდება ფილტვებში, ღვიძლში, თირკმელებში. გენტამიცინი გამოიდევნება შარდთან ერთად უცვლელი სახით.

გამოყენების გზა და დოზირება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ხბოების, ცხენების, კვიცების, ცხვრების, თხების, ღორების, ძაღლებისა და კატების მკურნალობა, რომლებიც დაავადებულნი არიან სეპტიცემიით, ართრიტით, პოლიართრიტით, მენინგიტით, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს (გასტრიტი, ენტერიტი, პერიტონიტი), სუნთქვის ორგანოების (ტონზილიტი, ტრაქეიტი, პნევმონია, ბრონქიტი), შარდ-სასქესო სისტემის (ნეფრიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, უროცისტიტი, ურეტრიტი, მეტრიტი, მასტიტი) და კანის (ზედაპირული აბსცესი, დერმატიტი), რომლებიც გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ.

კუნთში დოზით: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო, ცხენი, კვიცი, ღორი, ცხვარი, თხა – პრეპარატის 1 მლ ცხოველის მასის 25 კგ-ზე (გენტამიცინის სულფატის 4 მგ სხეულის წონის 1 კგ-ზე) დღე-ღამეში 3-5 დღე-ღამის განმავლობაში;

გოჭი, ძაღლი, კატა – პრეპარატის 0,5 მლ ცხოველის მასის 5 კგ-ზე (10 გ გენტამიცინის სულფატი სხეულის მასის 1 კგ-ზე)  დღე-ღამეში 3-5 დღე-ღამის განმავლობაში;

მკურნალობის პირველ დღე-ღამეში დოზას ყოფენ ორ ჯერზე, შემდეგ დღე-ღამეში პრეპარატი შეყავთ ერთხელ დღე-ღამეში.

დიდი მოცულობის გამოყენებისას აბსორბციის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანა  სხეულის სხვადასხვა უბნებში.

ლოდინის პერიოდი: ცხოველების დაკვლა სახორცედ ნებადართულია პრეპარატის გამოყენებიდან 45 დღე-ღამის შემდეგ.

რძის გამოყენება ნებადართულია 3 დღე-ღამის შემდეგ პრეპარატის ბოლო გამოყენების შემდეგ.

აღნიშნულ ვადამდე მიღებულ რძეს და ხორცს უკეთებენ უტილიზებას და ან აძლევენ საკვებად არა პროდუქტიულ ცხოველებს, ვეტერინარული მედიცინის ექიმის დასკვნის მიხედვით.

შენახვის პირობები: მშრალი, ბავშვებისათვის მიუდგომელი ადგილი 15 ° С-დან  25 ° С-მდე ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:2  წელი

ფლაკონიდან პრეპარატის პირველი აღების შემდეგ ის უნდა იქნას გამოყენებული 14 დღე-ღამის განმავლობაში, მისი შენახვის პირობით 2 ° С-დან  8 ° С-მდე.

გამოშვების ფორმა

შუშის ფლაკონები, რომლებიც დახურულია რეზინის საცობებით ალუმინის თავაკებით 10, 20, 50 და 100 მლ.