დეტალური აღწერა

შემადგენლობა პრეპარატი შეიცავს: ნატრიუმის ნუკლეინატს 0,002%,დენატუირებულ, ემულგირებულ პლაცენტის მჟავა ჰიდროლიზატს – 0,005%, არე – 199 (დაბალანსებული მარილების, მჟავების და ვიტამინების ხსნარი) – 10,0%,დანარჩენი (100%­მდე) საინექციო წყალი. პრეპარატი გამჭვირვალე წითელი ფერის სითხეა.

გამოიყენება:

  • ანემიების.
  • პიომეტრიტების.
  • დერმატიტების.
  • ჰიპოვიტამინოზის.
  • ტოქსიკოზების.
  • აციდოზების.
  • კახექსიურ და დასუსტებულ ცხოველებში.
  • მშობიარობის დროს.
  • საშვილოსნოს გასაწმენდად მკვდარი ნაყოფის დროს.
  • ხანდაზმულ ცხოველებში.
  • წონის მოსამატებლად.
  • კვერცხმდებლობის ასამაღლებლად.
  • ახალშობილების შესანარჩუნებლად.
  • ინფექციური და ინვაზიური დაავადებების დროს.
  • მომყოლის შეჩერებისას.

ბიოლოგიური თვისებები:

  • ამაღლებს ორგანოების რეზისტენტობას.
  • ზრდის სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობას.
  • ყველაზე დიდ ეფექტს იძლევა ინტრავენური ინექციის დროს.

მიღების წესი და დოზირება:  გამავეტი ორგანიზმში შეიძლება შევიყვანოთ: კანქვეშ, კუნთში, ინტრავენურად და დალევინების გზით.

პროფილაქტიკის მიზნით:

  • ანემიის, ინტოქსიკაციების, აციდოზების დროს, აგრეთვე ხანდაზმულ და დასუსტებულ ცხოველებს – 0,1 მლ – 1 კგ მასაზე 1–3­ჯერ კვირაში, 2–4 კვირის განმავლობაში.
  • სუქებაზე დაყენებულ ცხოველებში პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ 24 სთ ერთხელ პირველ, მეოთხე და მეცხრე დღეს 0,1 მლ – 1 კგ მასაზე.
  • ახალშობილ გოჭებში და ხბოებში (სიცოცხლის შესანარჩუნებლად) პრეპარატი შეჰყავთ კუნთში სიცოცხლის 1, 3, 5 და 21­ე დღეს 0,1 მლ – 1 კგ მასაზე.
  • კვერცხმდებელ ქათმებში კვერცხმდებლობის ასამაღლებლად, კვერცხის მასის მოსამატებლად, ახალგამოჩეკილი წიწილების შესანარჩუნებლად პრეპარატი ეძლევათ წყალთან ერთად. 5 მლ გამავეტს აზავებენ 1 ლ წყალში და ნაზავს აძლევენ ფრინველს იმ ვარაუდით, რომ ხსნარი დაილიოს 2 სთ­ის განმავლობაში. პრეპარატი ეძლევა დღეში ერთხელ – ზედიზედ 4–5 დღის განმავლობაში. პრეპარატის დალევინებამდე ფრინველს 1 საათი წყალს არ ასმევენ.

სამკურნალო მიზნით:

  • ინფექციური და ინვაზიური დაავადებების დროს – 0,5 მლ – 1 კგ მასაზე. პრეპარატი შეჰყავთ კუნთში დღეში 2–3­ჯერ. 3–5 დღის განმავლობაში (დასაშვებია ანტიჰელმინთურ საშუალებებთან ერთად).
  • განაყოფიერების ამაღლების მიზნით – 0,4 მლ – 1 კგ მასაზე კანქვეშ. განაყოფიერებამდე რამოდენიმე საათით ადრე.
  • მშობიარობის და მშობიარობის შემდგომი გართულების (მომყოლის შეჩერება, ენდომეტრიტები და სხვა) თავიდან ასაცილებლად. პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ 0,005 მლ – 1 კგ მასაზე მშობიარობამდე 1 კვირით ადრე და მშობიარობის მოსამზადებელ პერიოდში.
  • ინტოქსიკაციების დროს გამავეტი შეჰყავთ კანქვეშ ან ინტრავენურად დღეში ორჯერ 0,5–1,5 მლ – 1 კგ მასაზე.

გვერდითი მოვლენები:  დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: არ აღინიშნება.

შენახვის პირობები: ინახება მაცივარში 2–250C­­­­ზე (დაუშვებელია გაყინვა).

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 6, 10, 100, მლ შუშის ფლაკონებში.