დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 გრ შეიცავს:

ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი – 750 მგ

იმუნოგლობულინი – 500 მგ

ტოკოფეროლის ალფააცეტატი – 30 მგ

რეტინოლ აცეტატი – 200000 სე

ქოლეკალციფეროლი – 15000 სე

სამიზნე ცხოველები:  ხბო (ახალშობილები)

ჩვენება:

  • კუჭ­ნაწლავის დაავადებები
  • ეშერიხიოზით (კოლიბაქტერიოზით) გამოწვეული დიარეა

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოქმედებს კუჭ­ნაწლავის დაავადებების აღმძვრელებზე -ეშერიხიები და სხვა.

გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

მიღების წესი და დოზირება:

შეიყვანება პერორალურად სასმელ წყალთან ერთად.

  • 25 გრ (1 პაკეტი) ერთ ხბოზე. პრეპატარი უნდა გაიხსნას 25–300C ტემპერატურიან 200 მლ წყალში.

სუსპენზია გამოყენებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ.

პრეპარატი ხბოებს ეძლევა დაბადებისთანავე არაუგვიანეს 24 საათისა. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი იგივე დოზით შეიძლება იქნეს გამოყენებული მეორე და მესამე დღესაც.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები: არ აღინიშნება.

დაყოვნების პერიოდი: ხორცი – 14 დღე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250C­­ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 1 წელი.

შეფუთვის ფორმა: 25 გრ პაკეტები მოთავსებული ყუთში.