დეტალური აღწერა
აღწერილობა: ინსეკტო-აკარიციდული საყელო წარმოადგენს ორკომპონენტიან ლენტს შესაკრავით, რომელიც შედგება ნატურალური ტყავის და უსუნო ნივთიერებით – ფიპრონილით გაჟღენთილი პოლიმერის ლენტისებური ნაჭრებისაგან.
შემადგენლობა:
1 გრ პოლიმერის ლენტისებური ნაჭერი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება:
ფიპრონილი – 5%.
დამხმარე ნივთიერები:
ეთილის სპირტი
პოლივინილქლორიდი
ტყავის ლენტისებრი ნაჭრები
შავი საღებავი
სამიზნე ცხოველები: ძაღლი და კატა
ჩვენება:
• რწყილები (ctenocephals spp)
• ტილები (Linognathus setosus)
• მატლების განვითარების იმაგინალური და მურების სტადია (Tricodectes spp)
• პარაზიტოფორმული ტკიპები (Dermaceptor spp., Ixodes spp., Rhipicephalus spp)
• აკარიფორმული ტკიპები (Sarcoptidae, Psoroptidae-ს ოჯახები).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მოქმედი ნივთიერება ფიპრონილი აზიანებს პარაზიტების ნერვულ სისტემას, იწვევს ძლიერ ნერვულ აღგზნებას და სიკვდილს.
საყელურის ცხოველზე მორგების შემდეგ ფიპრონილი არ შეიწოვება კანის მიერ, ის აკუმულირდება ეპიდერმისზე და თმის ფოლიკულებში, შემდეგ ნელ-ნელა გამოიყოფა და ავლენს ინსექტო-აკარიციდულ მოქმედებას.
ფიპრონილს ახასიათებს ხანგრძლივი, პროლონგირებული მოქმედება.
მიღების წესი და დოზირება:
საყელური ცხოველებს უკეთდება კისერზე. შესაკრავით საყელური უნდა დაფიქსირდეს ისე, რომ ტანსა და საყელურს შორის დარჩეს 1,5–2 სანტიმეტრიანი შუალედი.
ცხოველის სახეობის და მასის მიხედვით არჩევენ საყელურის ზომას (შესაბამისად მასზე იქნება პრეპარატის სათანადო დოზა).
კატა 35 სმ სიგრძის საყელური;
პატარა ტანის ძაღლი (5 კგ-მდე) 40 სმ სიგრძის საყელური;
საშუალო და მსხვილი ტანის ძაღლი (5–15 კგ) 65 სმ სიგრძის საყელური.
საყელურის მუდმივი გამოყენება უზრუნველყოფს ცხოველების დაცვას ექტოპარაზიტებისაგან 6 თვის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
საყელური არ გამოიყენება ლეკვებში და კნუტებში (10 კვირის ასაკამდე).
რეკომენდებული არ არის საყელურის გამოყენება დაავადებულ და დასუსტებულ (ჯანდაგ) ცხოველებში, მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები: საყელურისა და კანის შეხების ადგილზე შეიძლება წარმოიშვას დროებითი გაღიზიანება. გაღიზიანების შემჩნევისთანავე საყელური უნდა მოიხსნას.
გაფრთხილება:
ცხოველის ზრდის მიხედვით უნდა ხდებოდეს საყელურის შესაბამისად მორგება.
საყელურის ყუთი იხსნება მხოლოდ გამოყენების წინ.
ცხოველთან შეხების და საყელოს მორგების შემდეგ ხელები უნდა დასუფთავდეს საპნით და თბილი წყლით.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: საყელური გაუხსნელ ყუთში ინახება 2 წელი; საყელური გახსნილი შეფუთვით ინახება 6 თვე.
შეფუთვის ფორმა: 35სმ, 40სმ, 65სმ საყელურები პოლიმერულ პაკეტებში და თავსდება მუყაოს ყუთში.

