ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

მაღალეფექტური ცილოვან – ვიტამინური საკვები ფუტკრის ოჯახის ზრდის,

განვითარების და პროდუქტიულობის ძლიერი მასტიმულირებელი მოქმედებით, აგრეთვე სხვადასხვა დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის მომატების უნარით. მათ შორის ზაფხულის პერიოდში ფუტკრის ოჯახებში მანანის თაფლით გამოწვეული ტოქსიკოზით ნეგატიური მოქმედების შემცირების ეფექტით.

გამოშვების ფორმა: მოთეთრო-მოყვითალო ფერის ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური საკვების შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, მიკრო და მაკროელემენტები

მოქმედება: ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, დეტოქსიკაციის ნივთიერებები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები. ისინი ახდენენ მასტიმულირებელ მოქმედებას ფუტკრის ოჯახის ზრდა-განვითარებაზე და პროდუქტიულობაზე. ზრდის ფუტკრის რეზისტენტობას არახელსაყრელ ფაქტორებსა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ზაფხულის პერიოდში ბუნების ჰარმონიის გამოყენება ამცირებს მანანით და შხამქიმიკატით

გამოწვეულ ტოქსიკოზებს.

დოზები და გამოყენების წესები: ბუნების ჰარმონიას იყენებენ სიროფთან ერთად გაზაფხულზე (აპრილი-მაისი) და ზაფხულის ბოლოს (აგვისტოსექტემბერი) 40 გრ. ბუნების ჰარმონიას ხსნიან თბილ (350+400C) 10 ლიტრა შაქრის სიროფში (1:1) მომზადებულ ნარევს ასხავენ სკის ზედა საკვებურში 1 ლიტრის ოდენობით, 3 ჯერ, 7 დღის ინტერვალით (შეიძლება მეტი ან ნაკლები ფუტკრის ოჯახის სიძლიერის გათვალისწინებით).

განსაკუთრებული მითითებები: ბუნების ჰარმონიით დამუშავებული

ფუტკრის ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

შეფუთვა: 40 გრ. ჰერმეტიულად დახურულ ფოლგის `პაკეტებში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას 00+250C ტემპერატურაზე

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: დსს `აგრობიოპრომი~ ქ. მოსკოვი – რუსეთი.