ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: ძირითადი მოქმედი ნივთიერება – ბრომადიოლონი 0,25%; ბიტრექსი (სიმწარე); წითელი
ან ყვითელი საღებავი(ბიტრექსი და საღებავი წარმოადგენს აუცილებელ დანამატს, ისინი ამცირებენ სხვა ცხოველების და ადამიანის შემთხვევით მოწამვლას).
გამოიყენება:
ნაცრისფერი (რუხი) ვირთაგვების
ბინის თაგვების გასაჟლეტი მისატყუარის მოსამზადებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბრომადიოლონის ფუძეზე დამზადებულ მისატყუარს გააჩნია ბიოლოგიური აქტივობა რუხი ვირთაგვების და ბინის თაგვების მიმართ.
მოწამლული მისატყუარის მომზადება:
მისატყუარის მოსამზადებლად იღებენ 20 მლ კონცენტრატს და კარგად ურევენ 1 კგ ნებისმიერ ხარისხიან საკვებში
მისატყუარს უმატებენ სხვადასხვა მისაზიდ საშუალებებს, მაგალითად, მზესუმზირის ზეთს
ნარევიდან ამზადებენ პაკეტებს თაგვებისათვის 15–30გრამიანს, ვირთაგვებისათვის – 50–100გრამიანს.
მზა მისატყუარი ლაგდება:
მისატყუარის პაკეტები ლაგდება მღრღნელების ბინადრობის და მათი არსებობის ნიშნების გამოვლენის (სოროები, დაღრღნილი საგნები) ადგილებში
მისატყუარის განლაგების წესი:
მისატყუარი უნდა განთავსდეს მცირე ზომის ჭურჭელში ან სადებზე (მყარი ქაღალდის ფურცლები, მუყაო, მუშამბა)
შენახვის პირობები:პრეპარატი ინახება ქარხნულ შეფუთვაში, დაცულ, მშრალ, გრილ, ვენტილირებულ და იზოლირებულ ადგილას სპეციალურ კარადაში (სეიფში); არ შეიძლება პრეპარატის სხვა საშუალებებთან და საკვებთან ერთად შენახვა.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის ფორმა: მოთავსებულია 1, 3 და 5 ლიან პლასტმასის ბოთლებში.

