დეტალური აღწერა

ბრომკოლინი

შემადგენლობა: ბრომკოლინის® 1 მლ-ში მოქმედი ნივთიერებების სახით შედის: კოლისტინის სულფატი – 300000 საერთაშორისო ერთეული (სე), ლინკომიცინის ჰიდროჰქლორიდი (ფუძეზე გადათვლით) – 100 მგ, ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი – 5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბრომკოლინი® განეკუთვნება კომპლექსურ ანტიმიკრობულ საშუალებებს.

გამოყენების წესი  და დოზირება: ბრომკოლინი® გამოიყენება: ღორების, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის , ძაღლებისა და კატებისთვის E. coli, Pseudomonas neureginosa, Haemophilus spp., Salmonella spp., Pasteurella spp., Staphylococcus spp.  და Streptococcus spp., Enterobacter spp., გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციების, გრამდადებითი ანაერობული ბაქტერიებით: Staphylococcus spp.  და Streptococcus spp., მათ შორის Streprococcus Pneumoniae (Enterococcus faecalis  გარდა), Corynebacterium diphteriae, სპორების შემქმნელი ანაერობული ბაქტერიით Clostridium spp., ასევე ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიებით: Bacteroides spp., Mycoplasma spp. გამოწვეული იმ რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს რთულად მოსაშორებელი ბლანტი სეკრეტის წარმოქმნა: ქრონიკული პნევმონია, ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი და მისთანები.

პრეპარატს უკეთებენ კუნთში ან კანქვეშ შემდეგი დოზებით;

– ღორებს, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს: 1 მლ პრეპარატი ცხოველის ცოცხალის მასის ყოველ 10 კგ-ზე დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში;

– ძაღლებსა და კატებს: 2 მლ პრეპარატი ცხოველის ცოცხალის მასის ყოველ 10 კგ-ზე დღეში ერთხელ, 3-7 დღის განმავლობაში;

უკუჩვენება: თირკმლის მძიმე უკმარისობა და ცხოველის მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. დაუშვებელია პრეპარატის მოხმარება ცხოველებისთვის, რომლებსაც ცოხნით საჭმლის მონელების სისტემა აქვს განვითარებული (ზრდასრული მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი).

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება მაკე და  მეწველი ცხოველებისთვის.

გვერდითი მოვლენები: ჭარბი დოზირების სიმპტომები ცხოველებში არ არის გამოვლენილი.

პრეპარატის მოქმედების თავისებურებები მისი პირველად გამოყენების ან მოხსნისას არ არის გამოვლენილი, გვერდითი მოქმედებები და გართულებები ცხოველებში, როგორც წესი, არ აღინიშნება. ალერგიული რეაქციების გამოვლენისას ნიშნავენ სიმპტომურ მკურნალობას.

ლოდინის  პერიოდი: ცხოველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია დამუშავებიდან 7 დღის შემდეგ. იმ ცხოველების ხორცი, რომლებიც იძულებით იქნა დაკლული აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, შესაძლებელია, თერმული დამუშავების შემდეგ გამოყენებული იქნას ხორცისმჭამელი ცხოველების საკვებად.

შენახვის პირობები:  პრეპარატს ინახავენ მწარმოებლის დახურულ საფუთავში მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ადამიანისა და ცხოველის საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა: შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში შეადგენს 2 წელს დამზადების დღიდან. ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ასეპტიკის წესების დაცვით და მაცივარში, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე შენახვით, 7 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 100 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონი.