სახეობები:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა

პრეპარატის 100 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას (გ)

ბროდიფაკუმს — 0,25;

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბროდიფაკუმი – წარმოადგენს ახალი თაობის ანტიკოაგულანტური მოქმედების შხამს, რომელიც მღრღნელების ორგანიზმში მოხვედრისას არღვევს ვიტამინის K1 წარმოქმნას, რომლის მონაწილეობითაც იწარმოება პროთრომბინის კომპლექსი. მოწამლული სატყუარას ჭამისას, მღრღნელები იღებენ პრეპარატის სასიკვდილო დოზას 1-2 დღის განმავლობაში. ბროდიფაკუმის სასიკვდილო დოზის მოხმარებიდან 1-2 დღე-ღამის შემდეგ მღრღნელების სისხლის შედედების უნარი მკვეთრად ნელდება და სისხლძარღვების შეღწევადობის მოხმარება იწვევს ორგანიზმის დაღუპვას სისხლდენის შედეგად. მღრღნელების სიკვდილი დება 3-7 დღე-ღამის შემდეგ.

მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრებით როტენტიციდების ტოქსიკურობის და საშიშროების კლასიფიკაციით  ბროდიფაკუმი ვირთაგვების კუჭში შეყვანისას განეკუთვნება III კლასს (ზომიერად საშიში ნივთიერებები), ვირთაგვების კანზე დატანებისას – IV კლასს (მცირედ საშიში ნივთიერებები).

პრეპარატის შემადგელობაში ასევე შედის ბიტრექსი (მწარე კომპონენტი), რომელიც იცავს სატყუარას 0,25-იანი ბროდიფაკუმის საფუძველზე ფრინველების მიერ მათი შეჭმიდან და აქვეითებს შემთხვევითი მოწამვლის ხიფათისაგან არამიზნობრივი ცხოველების სახეობებს.

გამოყენება

საშუალება განკუთვნილია პროფესიული კონტიგენტის მიერ მოწამლული სატყუარას დასამზადებლად და გამოსაყენებლად თაგვებისა და ვირთხების გასანადგურებლად სხვადასხვა კატეგორიის ობიექტებზე დერატიზაციის პრაქტიკაში

დოზირება

მოწამლულ სატყუარას იყენებენ საშუალება 0,25% ბროდიფაკუმის მაღალხარისხოვან საკვებ პროდუქტებთან შერევის გზით (გასუფთავებული მარცვალი, ბურღული, ცხოველებოს გრანულირებული საკვები და ა. შ.) შეფარდებით – 20 მლ კონცენტრატი 1 კგ მზა სატყუარასთან. მღრღნელების მიზიდულობის ასამაღლებლად რეკომენდებულია დამატებითი საკვები ატარაქტების გამოყენება – მცენარეული არა რაფინირებული ზეთის (3%) ან შაქრის (3-10% სატყუარას შემადგენლობაში). სატყუარას ათავსებენ მღრღნელების წინასწარ გამოვლენილი საცხოვრებელ ადგილებში კედლების, ტიხრების გასწვრივ, სოროებთან, ათავსებენ რა მათ მშრალ ადგილებში საფარის ქვეშ მისადაგებული ჭურჭლების გამოყენებით (სატყუარას ყუთები, დრენაჟის მილები, დახლები, კოლოფები) ან სპეციალური კონტეინერებით. სატყუარას განალაგებენ 50-100გ ვირთხებისათვის ან 10-25 გ თაგვებისათვის. მანძილი განთავსების წერტილებს შორის 2-15მ მღრღნელების რაოდენობის მიხედვით. სატყუარების ულუფებს თაგვებისათვის განალაგებენ   უფრო ხშირად, ვიდრე ვირთაგვებისათვის. განლაგებულ სატყუარას ათვალიერებენ განთავსებიდან 1-2 დღის შემდეგ, შემდეგ კი 1 კვირის ინტერვალით.

უკუჩვენებები

პრეპარატის გამოყენება ცხოველების საკვების და საკვები პროდუქტების ადგილებში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისაგან, ცხოველების საკვებისაგან და სამკურნალო საშუალებებისაგან განცალკევებით, ეტიკეტიან ტარაში ტემპერატურაზე -200С-დან + 40 ° С-მდე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა

ჰერმეტულად დახურული კანისტრები 1 და 5 მლ მოცულობით.