ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: ერთი ვაქცინაციის დოზა (1 მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ლიოფილიზატი (ცოცხალი შესუსტებული):

  მინიმალური მაქსიმალური
ძაღლების შავი ჭირის ვირუსი, CDV Bio 11/A შტამი 10 31 TCID 50 10 51 TCID 50
ძაღლების ადენოვირუსის მე-2 ტიპი, CAV-2 Bio 13 შტამი 10 36 TCID 50                        10 33 TCID 50            

 

ძაღლების პარვოვირუსი 2ბ ტიპი, CPV-2b Bio 12/B შტამი 10 43 TCID 50                        10 66 TCID 50
ძაღლების პარაგრიპის მე-2 ტიპის ვირუსი, CPiV-2 შტამი 10 31 TCID 50 10 51 TCID 50            

ქსოვილის კულტურის ინფექციური დოზა – 50%

ვიზუალი აღდგენამდე: ლიოფილიზატი: ღრუბლისებრი მატერია, თეთრი ფერის.

გამხსნელი: სუფთა უფერო სითხე.

სამიზნე სახეობები: ძაღლები

ჩვენება:  ძაღლების აქტიური იმუნიზაცია 6 კვირის ასაკიდან.

  • ძაღლების შავი ჭირის ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის და კლინიკური ნიშნების პრევენცია;
  • ძაღლების ადენოვირუსის 1-ლი ტიპით გამოწვეული სიკვდილიანობის და კლინიკური ნიშნების პრევენცია;
  • ძაღლების ადენოვირუსის მე-2 ტიპით გამოწვეული კლინიკური ნიშნების პრევენცია და ვირუსული ექსკრეციის შემცირება;
  • ძაღლების პარვოვირუსით გამოწვეული კლინიკური ნიშნების, ლეიკოპენიის და ვირუსული ექსკრეციის პრევენცია;
  • ძაღლების პარაგრიპის ვირუსით გამოწვეული კლინიკური ნიშნების პრევენცია (ცხვირის და თვალის გამონადენი) და ვირუსული ექსკრეციის შემცირება;

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იმუნიტეტის გამომუშვება

  • 3 კვირა CDV, CAV, CPV ძირითადი ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ;
  • 3 კვირა CPiV ძირითადი ვაქცინაციის დასრულებიდან;

იმუნიტეტის ხანგრძლივობა:

ძაღლების შავი ჭირის ვირუსის, ძაღლების ადენოვირუსის 1-ლი ტიპის, ძაღლების ადენოვირუსის მე-2 ტიპის და ძაღლების პარვოვირუსის პირველადი ვაქცინაციის კურსიდან სულ მცირე სამი წელი. ძაღლების პარაგრიპის ვირუსის პირველადი ვაქცინაციის კურსიდან სულ მცირე ერთი წელი.

იმუნიტეტის ხანგრძლივობა CAV-2-ის წინააღმდეგ არ იყო გამოწვევით დადგენილი. აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციიდან 3 წლის შემდეგ CAV-2 ანტისხეულები ჯერ კიდევ არსებობენ. დამცავი იმუნური რეაქცია CAV-2-თან ასოცირებული რესპირატორული დაავადების წინააღმდეგ გასათვალისწინებელია სულ მცირე 3 წლის განმავლობაში.

მიღების წესი და დოზირება:

კანქვეშა გამოყენება.

ვაქცინაციის საბაზისო გეგმა:

Biocan Novel DHPPi-ის ორი დოზა 3-4 კვირიანი ინტერვალით 6 კვირის ასაკიდან.

თუ საჭიროა ლეპტოსპირების წინააღმდეგ დაცვა მეორე დოზის მიღება უნდა მოხდეს თავსებად DHPPi/L4 პროდუქტთან ერთად და დაგეგმილი ვაქცინაციის სქემის თანახმად (Biocan Novel DHPPi-ის შემთხვევაში გთზოვთ იხილეთ SPC).

რევაქცინაციის სქემა:

Biocan Novel DHPPi-ის ერთჯერადი დოზის მიღება უნდა მოხდეს ყოველ 3 წელიწადში. ყოველწლიური რე-ვაქცინაცია საჭიროა პარაგრიპის შემთხვევაში, შესაბამისად Biocan Novel DHPPi-ის ან Biocan Novel Pi/L4-ის ერთჯერადი დოზა გამოიყენება ყოველწლიურად საჭიროების მიხედვით. სრული დამცავი იმუნიტეტი Pi/L4 ვაქცინის ლეპტოსპირების კომპონენტის წინააღმდეგ, ყოველწლიური რევაქცინაციის შემთხვევაში, წარმოიქმნება მხოლოდ Biocan Novel საბაზისო ვაქცინაციის შემდეგ, რომელიც შეიცავს L4 კომპონენტს.

გვერდითი მოვლენები: ძაღლებში კანქვეშა მიღების შემდეგ მცირე წარმავალი შეშუპება (5 სმ-მდე) შესაძლოა შეინიშნებოდეს ინექციის ადგილზე, რომელიც ხშირად არის მტკივნეული, თბილი ან გაწითლებული. მსგავსი შეშუპება გაივლის სპონტანურად ან შემცირდება ვაქცინაციიდან 14 დღეში.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია თავი იჩინოს ისეთმა კუჭ-ნაწლავურმა ნიშნებმა, როგორიცაა დიარეა და ღებინება ან ანორექსია და დაქვეითებული აქტივობა.

უკუჩვენებები: ნუ გამოიყენებთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

შენახვის პირობები: ტრანსპორტირება და შენახვა სამაცივრე პირობებში (2-8 °C)

მოარიდეთ სიანთლეს. არ გაყინოთ.

შენახვის ვადა: ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტის ვარგისიანობის ვადა, როგორც ეს შეფუთვაზეა დატანილი, შეადგენს 2 წელს.

ვარგისიანობის ვადა შეფუთვის გახსნიდან: გამოიყენეთ დაუყოვნებლივ.

შეფუთვის ფორმა:  ვაქცინა  წარმოდგენილია 10 x 1მლ ფლაკონები  პლასტმასის ყუთებში.

მსგავსი პროდუქტები