დეტალური აღწერა

ბიოდიარი

ცხოველების საკვები დანამატები პერორალური ფორმით

შემადგენლობა: ბუნებრივი კომპონენტები:
• ტკბილი წაბლის ექსტრაქტი
• მიხაკის ზეთი
კონსერვანტები და გამხსნელები:
• გლიცერინი
• გამოხდილი წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბიოდიარის ხსნარი წარმოადგენს 100%-ით ნატურალურ პროდუქტს, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება ტანინებისა და ევგენოლის არსებობის საფუძველზე. ტანინებს აქვთ ცილებთან შეკავშირების უნარი და აქედან გამომდინარე აკავშირებენ ტოქსინებს და ბაქტერიებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. რეაგირებენ ბაქტერიების უჯრედულ კედელთან, აზიანებენ მას და ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას. ტანინებს ასევე ახასიათებთ ჰემორაგიული თვისებები. ევგენოლი ავლენს ძლიერ ანტიბაქტერიული მოქმედებას, თუმცა ის ძალიან ეფექტურია სოკოვანი და პროტოზოული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას. საშარდე გზებში ავლენს ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ბიოდიარის ფაღრათის საწინააღმდეგო ეფექტი ძალიან სწრაფი და საიმედოა. ბიოდიარის გამოყენების შემდეგ ფაღარათი წყდება რამდენიმე საათში.

სამიზნე სახეობები: შინაური ფრინველი, ღორი, კურდღელი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, მტრედი, ძაღლი, კატა

გამოყენების წესი და დოზირება:
შესაძლებლობის შემთხვევაში, საუკეთესო გზაა დღიური დოზის გაყოფა 2 თანაბარ დოზად დღეში.
ბროილერები, ინდაურები და კვერცხმდებელი ქათმები, საჯიშე საქონელი, ღორები, კურდღლები და მტრედები: 1 ლიტრი 1000 ლიტრ სასმელ წყალზე, მინიმუმ 5 დღე.
ზრდასრული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – ინდივიდუალური მკურნალობა, პერორალურად: 150-300 მლ თითო ცხოველზე, დაყოფილი 2 თანაბარ დოზად დღეში, მინიმუმ 5 დღე.
ხბოები: 50-150 მლ ცხოველზე, დაყოფილი 2 თანაბარ დოზად დღეში, მინიმუმ 5 დღე.
ცხვარი: 10 მლ 15 კგ წონაზე, დაყოფილი 2 თანაბარ დოზად დღეში, მინიმუმ 5 დღე.
გოჭები: ინდივიდუალური მკურნალობა, პერორალურად, 1 მლ 10 კგ წონაზე დღეში, 5-7 დღე.
გოჭები, რომელთა წონა 10 კგ-ზე ნაკლებია, მინიმალური დოზაა 1 მლ დღეში, 5-7 დღე.
ძაღლები და კატები, რომლებიც იწონიან <4 კგ-ს, დოზა არის 1 მლ დღეში, 3-7 დღის განმავლობაში.
ძაღლები და კატები: დოზა შეადგენს 1 მლ 4 კგ წონაზე დღეში, 3-7 დღე.
ბიოდიარის ხსნარის გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში განუწყვეტლივ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ცხოველებში, გამრავლების კრიტიკულ პერიოდში.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება

უკუჩვენებები:  არ არის აღწერილი

გამოყოფის პერიოდი: არ აქვს

შენახვის პირობები: ინახება ტენიანობისა და სინათლისგან დაცულ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.

შეფუთვა: 1 ლ

გაიცემა ურეცეპტოდ