ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ბიკატოპ ქაუ
ბიკატოპ ქაუ წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ბოლუსს ნატრიუმის ბიკარბონატით, გამოიყენება აციდოზის რისკის შესამცირებლად.
ძროხებში (ფურებში) აციდოზი იწვევს მადის დაკარგვას და რძის წარმოქმნის შემცირებას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ძროხებმა (ფურებმა) მიიღონ სათანადო ენერგია, რადგან არასაკმარისი ენერგია აფერხებს ფაშვის დვრილების (წამონაზარდების) განვითარებას, რაც აძლიერებს აციდოზს. ძროხებს (ფურებს), რომლებიც იწყებენ რძის წარმოქმნას, აღენიშნებათ აციდოზის განვითარების უფრო მაღალი რისკი, რადგან ფაშვის დვრილები ჯერ კიდევ არაა გაზრდილი მზარდი საკვების მიღებასთან ადაპტირებისთვის.
ბიკატოპ ქაუ შეიცავს ნატრიუმის ბიკარბონატს, იგი ზრდის ფაშვისა და სისხლის pH დონეს, ახდენს მჟავიანობის ბუფერიზებას და აღადგენს მადას, ამცირებს აციდოზის რისკს და ხელსუწყობს ორგანიზმის აღდგენას.
ფაშვის აციდოზის არაპირდაპირი მაჩვენებლები:
- საკვების მოხმარების შემცირება 10%-ზე მეტით ზედიზედ ორი ან მეტი დღის განმავლობაში, რაც იწვევს წონაში კლებას.
- თუ ნახირის 15%-ზე მეტს აღენიშნება დიარეა (ფაღარათი), რადგან აციდოზი წარმოადგენს რამდენიმე შესაძლო მიზეზიდან ერთერთს.
- <3,6% რძის ცხიმი ჰოლშტეინისთვის ან 5% ჯერსის ნახირებისთვის შეიძლება მიუთითებდეს აციდოზის რისკზე.
- იმ შემთხვევში, თუ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის < 50%-ში გამოვლინდება ცოხნის აქტივობა, გასათვალისწინებელია ქვეოპტიმალური ფაშვის pH დონისა და ფაშვის ფუნქცია.
მიღების წესი და დოზირება:
აციდოზის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, პირუტყვს მიეცით 1 ბოლუსი, პერორალურად, ბოლუს აპლიკატორის დახმარებით.
გაიმეორეთ ერთი დღის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ აციდოზის სიმპტომები შენარჩუნდა
გამოიყენება განსაკუთრებით მაღალმეწველი ძროხებისთვის (ფურებისთვის) და ინტენსიურ კვებაზე მყოფი პირუტყვისთვის.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მაღალი ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შეფუთვა: კოლოფში 100 გრამიანი 12 ბოლუსი