დეტალური აღწერა

ართრიკურ ფეთი

ართრიკურ ფეთი განკუთვნილია ძვლებისა და სახსრების პრობლემების მქონე ძაღლებისა და კატებისთვის.

ართრიკურ ფეთი  არის ბუნებრივი ინგრედიენტების  ნაზავი და გამოიყენება კუნთების ტკივილის, სახსრების დეგენერაციული დარღვევების, რევმატიზმის, მოტორული უნარების დაქვეითების, ართროზის, სახსრების დაზიანების დროს.

გარდა ამისა, ახასიათებს მნიშვნელოვანი აღდგენითი მოქმედება მეტაბოლიზმზე.

შემადგენლობა:

ალოე (Aloe Arborescence), მწვანეტუჩიანი მოლუსკი (Perna Canaliculus), შავი სტაფილო, სპირულინა, ეშმაკის კლანჭი, ბოსველია სერატა (Boswellia Serrata), ჭარხალი, ნარინჯისფერი სტაფილო

ჩვენებები:

  • ოსტეოართრიტის მქონე ძაღლებისა და კატებისთვის;
  • ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისადმი მიდრეკილი ლეკვებისათვის და კნუტებისთვის;
  • სპორტული ძაღლებისთვის, რომლებიც ასრულებენ ფიზიკურ აქტივობებს;
  • ხანდაზმული ძაღლებისთვის და კატებისთვის დაქვეითებული მოძრაობის უნარით;
  • იდეალურია საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის გასაუმჯობესებლად;
  • სახსრებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის;
  • ართროზის საწინააღმდეგოდ და ხრტილოვანი ქსოვილების განვითარების ხელშეწყობისთვის.

 

გამოყენების წესი და დოზირება:

ართრიკურ ფეთი 0 – 10 კგ.

ძაღლები: 2-დან 10 კგ-მდე წონა

1 კაფსულა დღეში ერთხელ.

კატები: 10 კგ-მდე წონა

1 კაფსულა დღეში ერთხელ.

ართრიკურ ფეთი 11+ კგ.

11 კგ-დან 25 კგ-მდე წონა – 1 კაფსულა დღეში ერთხელ.

26 კგ-დან 45 კგ-მდე წონა – 2 კაფსულა დღეში ერთხელ.

> 45კგ წონა – 3 კაფსულა დღეში ერთხელ.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა: 60-90 დღე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაგრძელდეს კურსი იგივე პერიოდით ან მუდმივად.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:

0-10 კგ.  – 60 კაფსულა (200 მგ)

11+ კგ. –  60 კაფსულა  (400მგ)

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.