ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: ორალური და გარეგანი გამოყენების ექსტრაქტი 100მლ მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს:40 მლ – წიწვის, 10 ნლ – ახალი ნივრის, 10 მლ – მინდვრის შვიტის, 10 მლ – აბზინდის ბალახის, 10 მლ – ვიმინალისის ევკალიპტის ფოთლების, 10 მლ – მეწამული ექინაცეის
ბალახის, – 10 მლ – წითელი მწარე წიწაკის თხევადი ექსტრაქტების ნარევს.

ფუტკრის დაავადებების სამკურნალო-მასტიმულირებელი ბალზამი

გამოშვების ფორმა: შავი ან მუქი ყავისფერი ბლანტი კონსისტენციის, ძლიერი წიწვის სუნის ნაზავი.

მოქმედება: ბალზამი აპიმაქსი გამოიყენება ფუტკრის სოკოვანი (ასკოსფეროზი, ასპერგილოზის) , ბაქტერიული (ამერიკული და ევროპული სიდამპლეები), ნოზემატოზის, ინვაზიური (ვარიატოზის და აკარაპიდოზის) დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაკტიკისათვის, აგრეთვე ფუტკრის ზრდა განვითარების სტიმულირებისათვის.

გამოყენების წესი და დოზა: ბალზამი აპიმაქსი ეძლევა ფუტკარს შესხურებით – 100მლ. აპიმაქსი (1 ფლაკონი) იხსნება 1 ლიტრ ანადუღარ (400-500C) წყალში და ასხურებენ ჩარჩოებს შორის.

დოზა: 4-5 ჯერ, 3-4 დღის ინტერვალით. ცომისებურ საკვებში (კანდი) შერევით – 100 მლ. (1 ფლაკონი) აპიმაქსს ურევენ 5 კგ. კანდში, დოზა 50 გრ. ოდენობით ერთ ჩარჩო-ფუტკარზე 2 ჯერადად, 7 დღის ინტერვალით. მასტიმულირებელი საკვები სიროფი – 100 მლ. ( 1 ფლაკონი ) აპიმაქსი იხსნება 10 ლ. 50% შაქრის სიროფში (1:1) 30-35 მლ. ერთ ჩარჩოზე 2 ჯერ, 7 დღის ინტერვალით.

გვერდითი მოვლენები: არ აღენიშნება.

უკუჩვენება: დადგენილი არ არის.

ლოდინის პერიოდი: თაფლი გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები: მშრალი, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული ადგილი, ადამიანისა და ცხოველების საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით,

0°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

საფუთავის გახსნის შემდეგ ბალზამი აპიმაქსი 3 დღის განმავლობაში უნდა იქნეს გამოყენებული ტემპერატურისა და განათების რეჟიმის დაცვით.

შეფუთვა: 100მლ. პოლიმერის ფლაკონი.