დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 გრ. პრეპარატი შეიცავს-ამპროლიუმ HCl 250 მგ-ს.

აღწერილობა: ამპროლიუმი  HCl 250 WSP წარმოადგენს ანტიპროტოზოულ პრეპარატს და ქიმიური აგებულებით თიამინის (ვიტამინი В1 ) ანალოგს. პრეპარატი ინჰიბირებას უწევს პროტოზოული პარაზიტების მიერ თიამინის გამოყენებას.

ჩვენება: ამპროლიუმი  HCl 250 WSP წარმოადგენს წყალში ხსნად, კონცენტრირებულ ფხვნილს, გამოიყენება  სასმელ წყალთან ერთად. პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტიკის და სამკურნალო მიზნით ეიმერიოზის საწინააღმდეგოდ შინაურ ფრინველში, განსაკუთრებით E. tenella, E. necatrix, E. acervulina და E. Praecox-ის დროს. პრეპარატი ეფექტურია  აგრეთვე  ინდაურების და შინაური ფრინველის Histomoniasis-ის ,  ხბოების, ცხვრების და  თხების კოკციდიოზის და სხვადასხვა სახეობებში amaebiasis-ის საწინააღმდეგოდ.

დოზირება და გამოყენების წესი: გამოიყენება პერორალურად საკვებთან ან წყალთან ერთად.

ფრინველი: 100-150 გრ. 100ლ სასმელ წყალში გახსნილი 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ 25 გრ. 100ლ  სასმელ წყალში გახსნილი 1-2 კვირის  განმავლობაში, მკურნალობის პერიოდში სასმელი წყლის ერთადერთი წყარო უნდა იყოს პრეპარატიანი წყალი.

ხბოები, ბატკნები  და  თიკნები: 3 გრ. 20კგ სხეულის წონაზე 1-2 დღის განმავლობაში, შემდეგ 7,5 კგ. 1000 კგ საკვებში არეული  3 კვირის  განმავლობაში.

მსხვ.რქ.პირუტყვი, ცხვრები: 3 გრ. 20კგ სხეულის წონაზე 5 დღის განმავლობაში (სასმელ წყალში).

პრეპარატარეული საკვები გამოყენებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ,  სასმელი წყალი პრეპარატით -24 საათის განმავლობაში.

დაყოვნების პერიოდი: ხორცი-3 დღე, რძე- 3 დღე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე დახურულ მდგომარეობაში 2 ° C -დან  25 ° C-მდე.

შეფუთვა: საშე-100გრ.; პე-ფარმა ქილა-1000გრ.