დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 გრ. შეიცავს:

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს – 200 მგ

კოლისტინის სულფატს – 1000000 მე

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი და შინაური ფრინველი

ჩვენება:

  • კუჭ­-ნაწლავის სისტემის ინფექციები
  • სასუნთქი გზების ინფექციები
  • შარდ­-სასქესო ორგანოების ინფექციები
  • ადგილობრივი ანთებები
  • ვირუსული დაავადებები გართულებული მეორადი ინფექციებით

ფარმაკოლოგიური თვისებები: ახასიათებს ბაქტრიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.

გამოყენების წესი და დოზები:

გამოიყენება  პერორალურად საკვებთან და სასმელ წყალთან ერთად.

  • შინაური ფრინველები – 100 მგ 150 ლიტრ სასმელ წყალზე, 3–5 დღის განმავლობაში.
  • ხბო, ბატკანი – 5–7,5 გ ყოველ 50 კგ ცოცხალ წონაზე, 3–5 დღის განმავლობაში.
  • ღორი – 1–2 გ ყოველ 10 კგ ცოცხალ წონაზე, 3–5 დღის განმავლობაში.

საკვების მიღება უნდა მოხდეს პრეპარატის შერევისთანავე.

სასმელი წყლის მიღება, რომელშიც გახსნილია პრეპარატი, უნდა მოხდეს 24 საათის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: პრეპარატი არ ეძლევა:

  • კვერცხმდებელ შინაურ ფრინველს.
  • ახალშობილ ხბოს და ბატკანს.

ლოდინის პერიოდი: ხორცი – 7 დღე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას. 2–250C­­­ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 100 გ­რ პაკეტი, 500, 1000 გრ ბოთლი.