ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერილობა
თეთრიდან ღია ყვითლამდე ფერის სუსპენზია, შრევდება შენახვისას და ადვილად სუსპენზირდება შენჯღრევით.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს – 150 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: ბუთილჰიდროქსიტოლუოლს (აგიდოლს), პროპილპარაბენს, მეთილპარაბენს, ალუმინის სტეარატს, ბენზილის სპირტს, ბამბის ზეთს, პროპილენგლიკოლის დიკაპრილატს, მზესუმზირის ზეთს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამოქსიცილინი ნახევრად სინთეტური ანტიბიოტიკია. განეკუთვნება β-ლაქტამური ანტიბიოტიკების კლასს.
ამოქსიცილინი, ფერმენტების ტრანსპეპტიდაზისა და კარბოქსიპეპტიდაზის ინჰიბირების გზით არღვევს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს, რაც იწვევს ოსმოსურ დისბალანსს და მიკროორგანიზმის დაღუპვას ზრდის ფაზაში. ამოქსიცილინი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების Actinomyces spp., Bacillus anthracis, Clostridium spp., Corynebacterium spp., Listeria monocytogenes, Staphylococcus spp., Streptococcus spp., Actinobacillus spp., Escheriсhia coli, Fusobacterium spp., Haemophilus spp., Moraxella spp., Pasteurella spp., Salmonella spp., ასევე Leptospira spp წინააღმდეგ. პრეპარატის ანტიბაქტერიული მოქმედება უფრო ეფექტურია ბაქტერიების ინტენსიური გამრავლების პერიოდში.
გამოყენება
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრების, თხების, ღორების, ძაღლებისა და კატების სამკურნალოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სუნთქვის ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებების, ასევე იმ ცხოველების სამკურნალოდ, რომლებიც დაავადებული არიან ამოქსიცილინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სეპტიცემიით, ართრიტებით და პოლიართრიტებით.
დოზირება
გამოყენებამდე ფლაკონის შიგთავსი საგულდაგულოდ უნდა შეინჯღრეს.
კუნთში ან კანქვეშ ერთჯერადად, დოზით: 1 მლ – 10 კგ წონაზე (შეესაბამება 15 მგ ამოქსიცილინს ცხოველის მასის 1 კგ-ზე).
თუ გამოჯანმრთელება არ მოხდება 48 საათის განმავლობაში, მკურნალობის სქემა უნდა გადაიხედოს.
შესაყვანად იყენებენ მხოლოდ მშრალ, სტერილურ შპრიცებსა და ნემსებს. იმ შემთხვევაში, თუ დოზის მოცულობა აღემატება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის – 20 მლ-ს, ღორებისთვის – 10 მლ-ს, ცხვრებისა და თხებისთვის – 5 მლ-ს, დოზა უნდა დანაწილდეს და შეყვანილი იქნეს სხვადასხვა ადგილას.
დაყოვნების პერიოდი:
სახორცედ ცხოველთა დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ.
რძის მოხმარება ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 48 საათის (4 მოწველის) შემდეგ.
შენახვა
მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.ფლაკონიდან პირველად ამოღების შემდეგ აუცილებელია ფლაკონში დარჩენილი პრეპარატის 14 დღის განმავლობაში გამოყენება იმ პირობით, რომ ფლაკონი შენახული იქნება მშრალ, ბნელ ადგილას, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა
10 და 100 მლ ტევადობის შუშის ფლაკონები.