ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერილობა: კაფსულის მაგვარი სფერული ფორმის აბები ნაზოლით, გლუვი ნაზოლით, თეთრიდან რუხამდე ფერის, სპეციფიკური სუნით. აბების ზედაპირზე დაშვებულია წინწკლები.
შემადგენლობა: პრეპარატის 1 აბში შედის მოქმედი ნივთიერებები:
ალბენდაზოლი – 2500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: შაქრის პუდრი, კარბოქსიმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის კარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, არომტიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ATC vet QP52, ანტიჰელმინთური ვეტერინარული პრეპარატები (QP52AC11, ალბენდაზოლი)
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება – ალბენდაზოლი – მეთილ [5-(პროპილსულფანილ)-1n-ბენზიმიდაზოლ-2-ილ] კარბამატი განეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს. ალბენდაზოლი ეფექტურია ნემატოდების, ცესტოდებისა და ტრემატოდების წინააღმდეგ, აქვს ოვიციდური მოქმედება, აქვეითებს საძოვრების დასნებოვნებას ჰელმინთების კვერცხებით.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი: მეტაბოლიზმის დარღვევა, პარაზიტის ფუმარატ-რედუქტაზისა და ატფ-ს სინთეზის დათრგუნვა, რაც იწვევს ჰელმინთების განადგურებას.
გამოყენება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრებისა და თხების დეჰელმინთიზაცია შემდეგი პარაზიტებით დასნებოვნების შემთხვევებში:
- კუჭ-ნაწლავის ნემატოდები: Bunostomum spp., Cooperia spp., Chabertia ovina., Haemonchus spp., Nematodirus, Oesophagostomum spp., Ostertagia circumcincta, Strongyloides spp. და Trichostrongylus spp.;
- ფილტვის ნემატოდები: Dictyocaulus viviparous და filarial;
- ცესტოდები: Moniezia spp.;
- ტრემატოდები: Fasciola hepatica (სქესობრივად მომწიფებული).
დოზირება: პრეპარატს იყენებენ მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის (მათ შორის, ხბოებისთვის) პერორალურად, ერთჯერადად.
| ჰელმინთები | მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ხბოები და ზრდასრული პირუტყვი) |
| ნემატოდები:
Haemonchus spp., Bunostomum spp., Oesophagostomum spp., Nematodirus, Ostertagia circumcincta, Strongyloides spp., Trichostrongylus spp.; ცესტოდები: Moniezia spp. |
1 აბი სხეულის მასის 300 კგ-ზე |
| ტრემატოდები:
Fasciola hepatica (სქესობრივად მომწიფებული) |
1 აბი სხეულის მასის 250 კგ-ზე |
დეჰელმინთიზაციის წინ სპეციალური დიეტა და სასაქმებელი საშუალებები არ გამოიყენება.
დაყოვნების პერიოდი: ცხოველთა სახორცედ დაკვლა დაშვებულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 12 დღის შემდეგ. რძის გამოყენება ადამიანების საკვებად დაშვებულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 4 დღის შემდეგ შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, გულის, ფილტვების) საკვებად გამოყენება დაშვებულია 20 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 1 აბი პოლიმერულ პაკეტში.
შენახვა: მშრალი, ბნელი, ბავშვებისთვის მიუწვდომელი ადგილი 2°C-დან 30°C ტემპერატურამდე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების დღიდან.

