2014 წლის 11-14 ნოემბერს გაიმართა მეცხოველეობის და მენეჯმენტის დარგობრივი გამოფენა EuroTier 2014, რომელიც იქცა პროფესიონალი მეცხოველეების საერთაშორისო შეხვედრის ადგილად. გამოფენის ორგანიზატორის (გერმანიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება) ინფორმაციით EuroTier 2014 ევროპის ტერიტორიაზე იყო ერთადერთი მეცხოველეობის დარგობრივი გამოფენა, რომელმაც საკმაო ხარისხით მოიცვა მეცხოველეობის ყველა სფერო- მსხვილი რქოსანი პირუტყვის, მეღორეობის, მეფრინველეობის და ასევე ჰიდროკულტურების.

გამოფენა გაიმართა მსოფლიოში ყველაზე დიდ საგამოფენო კომპლექსის ტერიტორიაზე ჰანოვერში. ეს გამოფენა იყო არამარტო საქმიანი კონტაქტების დასამყარებელი ადგილი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, არამედ მთელი მსოფლიოს დარგის წარმომადგენლების შეხვედრის ადგილი. გამოფენაზე დამსწრეთა დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ლიდერები.

EuroTier-ის გამოფენის სტუმრებს შორის დიდი რიცხოვნებით იყვნენ საწარმოო შემსყიდველები, კონსულტანტები, ვეტერინარები, აგრეთვე სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევის სპეციალისტები.

თარიღი: ნოემბერი 11, 2014