Pharmacological groups:

Species:

Manufacturer:

Form of the drug:

Detailed description

ფუტკრის ვაროატოზის, აკარაპიდოზის და ცვილის ჩრჩილის

სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.

გამოშვების ფორმა: ხის შპონისგან დამზადებული ფირფიტები, ზომით

200 X 20 X 0,8 მმ. შეიცავს ფლუვალინატს როგორც მოქმედ ნივთიერებას

და ეკოლოგიურად სუფთა ურწას (ქონდარა), ლავანდას და როზმარინის

ეთერზეთებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს მკვეთრად გამოხატული

აკარიციდული და რეპელენტური მოქმედება- ვაროატოზის,აკარაპიდოზის,

ცვილის ჩრჩილის და ფუტკრის მავნებლების წინააღმდეგ. პრეპარატში

შემავალი ნატურალურ ეთერზეთები ტკიპა Vარროა დესტრუცტორ და Aკარაპის

ჭოოდი ახდენენ სპეციფიკურ აკარიციდულ ეფექტს, აგრეთვე ახასიათებს

ბაქტერიციდული, ფუნგიციდური და ინსექტიციდური თვისებები. რაც

ფუტკრის ოჯახს ეხმარება დამოუკიდებლად მოერიოს სხვადასხვა დაავადებებს.

ამ პრეპარატის გამოყენება ტკიპების პოპულაციაში არ იწვევს

წამლის მიმართ მიჩვევას.

დოზები და გამოყენების წესები: ფუტკრის ოჯახებს ამუშავებენ გაზაფხულზე

(ხილვის შემდეგ) და ზაფხულ – შემოდგომის პერიოდში (თაფლის

გამოწურვის შემდეგ) ფლუვალიდეზის 2 ფირფიტას განალაგებენ 10-12

ბუდის ჩარჩოებს შორის. ფირფიტას ამაგრებენ ბუდის ცენტრში. გამოყენებამდე

ფირფიტის ერთერთ ბოლოს ხვრეტენ და სამაგრით ამაგრებენ

ვერტიკალურად ზუსტად სკის ცენტრში (მის შუა ნაწილში) ოჯახებში (6

ჩარჩოზე) ფირფიტებს კიდებენ მე 3 – 4 ჩარჩოებს შორის, ხოლო ძლიერ

ოჯახს მე 3 – 4 მე და 7 – 8 ჩარჩოებს შორის. ფირფიტებს ოჯახში ტოვებენ 3

დან 30 დღეღამემდე, გადაბეჭდილი ბარტყის რაოდენობიდან გამომდინარე.

საგანგებო მთითებები: ფლუვალიდეზით დამუშავებული ფუტკრის ოჯახებიდან

მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

შეფუთვა: პაკეტი შეიცავს ფოლგაში ჰერმეტულად შეფუთულ 10 ფირფიტას.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის

და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას 00 + 250 ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: დსს `აგრობიოპრომი~ ქ. მოსკოვი – რუსეთი.