Detailed description

მწარმოებელი: „O.I. KAR-აგროზოოვეტ­სერვისი“ , უკრაინა.

შემადგენლობა: 1 გრ შეიცავს მომქმედ ნივთიერებებს:

  • იოდოფორმი – 50 მგ
  • სტრეპტოციდი – 50 მგ
  • თუთიის ოქსიდი – 50 მგ
  • დამხმარე ნივთიერებები:
  • ტალკი, სახამებელი – 1 გრამამდე.

სამიზნე ცხოველები:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა,  ღორი, ძაღლი და კატა

ჩვენება:

  • ინფიცირებული ჭრილობები
  • ოპერაციების შემდგომი ჭრილობები
  • წყლულები
  • გამონაყარი
  • სველი ეგზემა
  • დერმატიტები
  • ტენდოვაგინიტები
  • ფლეგმონა
  • ლიმფადენიტი
  • ძნელად შეხორცებადი ჭრილობები

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

იოდოფორმი არის ძლიერ მოქმედი ფართო სპექტრის მქონე ანტისეპტიკი.

სინათლის, ქსოვილების სითხის, ქსოვილების და ატმოსფეროს ჟანგბადის ზემოქმედებით იოდოფორმი ნელ­ნელა იშლება და გამოიყოფა სუფთა იოდი.

იოდს გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და სითხეების გამწოვი მოქმედება. ის ავლენს გრანულაციის და ჭრილობის გასუფთავების თვისებებს.

ჭრილობის ზედაპირზე წარმოიშობა იოდის ალბუმინატი, რასაც მოსდევს მბოჭავი და ანესთეზიური ქმედება. ნელდება რეცეპტორების გაღიზიანება.

სტრეპტოციდი მოქმედებს ბაქტერიოციდულად.

თუთიის ოქსიდი – აშრობს ჭრილობას.

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება გარეგნულად.

დოზა 1–2 გრ/5 სმ2 დაზიანებულ უბანზე და 2–4 სმ­ზე მის ირგვლივ.

დაზიანებების დამუშავება ხდება დღე­ღამეში 1–2­ჯერ.

პრეპარატის შეფრქვევამდე დაზიანებული უბნები უნდა გასუფთავდეს ბეწვისგან, ჭუჭყისგან, ექსუდატისგან, დანეკროზებული ქსოვილებისგან. პრეპარატი თხელ ფენად უნდა მოეფრქვეს დაზიანებულ უბნებზე.

განმეორებითი დამუშავება უნდა მოხდეს ქირურგიული მონაცემების საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

დაყოვნების პერიოდი: შეზღუდვები არ არის.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 4–350C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

შეფუთვის ფორმა:

50გრ პოლიმერული ფლაკონი.

1კგ პოლიმერული ტომარა.