Pharmacological groups:

Form of the drug:

Detailed description

მწარმოებელი: „O.L. KAR. აგრო-ზოოვეტსერვისი“, უკრაინა

 

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო, მექანიკური მინარევების გარეშე წყლიანი ხსნარი მსუბუქი სპეციფიკური სუნით.

შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: ლევამიზოლის ჰიდროქლორიდს -100მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლევამიზოლი ეფექტურია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრებისა და თხების კუჭ-ნაწლავური ნემატოდების მატლებისა და სქესობრივად მოწიფული ფორმების (Haemonchus spp., Ostertagia spp., Cooperia spp., Trichostrongylus spp., Nematodirus spp., Bunostomum spp., Oesophagostomum spp.), ფილტვის ნემატოდების (Dictyocaulus spp.), ღორების ფილტვის და კუჭ-ნაწლავის ნემატოდების  (Ascaris suum, Strongyloides ransomi, Metastrongylus spp., Oesophagostomum spp.),  წინააღმდეგ.

გამოყენება

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრების, თხების, ღორების მკურნალობა ისეთო დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვრებსა და თხებში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდებით (მოწიფული და მატლის ფორმები): Haemonchus spp., Ostertagia spp., Cooperia spp., Trichostrongylus spp., Nematodirus spp., Bunostomum spp., Oesophagostomum spp.; და ფილტვის ნემატოდები: Dictyocaulus spp.;

ღორებში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდებით: Ascaris suum, Strongyloides ransomi, Metastrongylus spp., Oesophagostomum spp.;  ფილტვის ნემატოდებით: Metastrongylus spp.,

დოზირება: პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში, ერთჯერადად დოზით:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 0,75 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე. მაქსიმალური დოზა – 22,5 მლ 300 კგ-ზე მეტი წონის ცხოველზე.

ცხვრები, თხები – 0,75 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე. მაქსიმალური დოზა – 4,5 მლ 65 კგ-ზე მეტი წონის ცხოველზე.

ღორები¬ – 0,75 მლ მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე. 150 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ცხოველებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 3,5მლ ყოველ 50 კგ-ზე.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს.

დაყოვნების პერიოდი: ცხოველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 7 დღის შემდეგ. საკვებში რძის გამოყენება შეიძლება 10 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

10, 50, 100მლ შუშის ფლაკონები, დახურული ალუმინით შემოკრული რეზინის საცობით.

შენახვა:

ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 5◦C-25◦C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი დამზადების დღიდან.