Detailed description

მწარმოებელი:  დსს „მოსაგროგენი“

სამკურნალო ფორმა: საინექციო სუსპენზია.

ცეფტიმაგის 1  მლ მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ცეფტიოფურს (მის ფუძეზე გადაანგარიშებით) – 100 მგ, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: პარაოქსიბენზოინის მჟავის მეთილის ეთერს, პარაოქსიბენზოინის მჟავის პროფილის ეთერს, ბენზილბენზოატს, პროპილენგლიკოლის დიკაპრილატს/დიკაპრატს 1 მლ–მდე.

გარეგნული სახით პრეპარატი წარმოადგენს ზეთოვან სუსპენზიას თეთრიდან ღია ყავისფერამდე. დასაშვებია ნაწილაკების დალექვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ცეფტიოფური წარმოადგენს ნახევრად სინთეზურ მესამე თაობის ცეფალოსპორინულ ანტიბიოტიკს.

ცეფტიოფური ავლენს ბაქტერიციდულ ზემოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, შტამების ჩათვლით, რომლებიც პროდუცირებენ β–ლაქტამაზას და ზოგიერთ ანაერობულ ბაქტერიაზე, მათ შორის – Escherichia coli, Pasteruella (Mannheimia) haemolitica, Pasteruella multicoda, Haemophilus somnus, Actinobacillus pleuropneumoniae, Haemophilus parasius, Salmonella cholerasuis, Streptococcus suis, Streptococcus equi, Pasteruella spp, Staphilococcus spp, Actynomyces pyogenes, Salmonella typhimurium, Streptococcus agalacitae, Streptococcus dysgalactiae, Streptococcus  bovis, Klebsiela spp, Citrobacter spp, Enterobacter spp, Bacillus spp, Proteus spp, Fusinobacterium necrophorum და Porphiromonas assacharolytica (Bacteroides melaninogenicus).

ცეფტიოფურის ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ბაქტერიული ფერმენტების  ტრანსპეპტიდაზების და კარბოქსიპეპტიდაზების ფუნქციური აქტივობის დათრგუნვაში, რომლებიც მონაწილეობენ მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტის დაკავშირებაში – პეპტიდოგლიკანის, რაც იწვევს ოსმოსური ბალანსის დარღვევას და ბაქტერიული უჯრედის დაშლას.

ცეფტიოფური პარენტერალური შეყვანის შემდეგ სწრაფად ექვემდებარება მეტაბოლიზმს დესფუროილცეპტიოფურის წარმოქმნით, რომელსაც გააჩნია ცეფტიოფურის ექვივალენტურიაქტივობა ბაქტერიის მიმართ. აღნიშნული მეტაბოლიტი შებრუნებით უკავშირდება პლაზმის ცილებს და გროვდება ანთების კერაში.  პრეპარატის აქტივობა არ ქვეითდება დანეკროზებული ქსოვილების არსებობისას. ცენტიოფური და მისი მეტაბოლიტები ცხოველის ორგანიზმიდან გამოიდევნება უმეტესად შარდთან ერთად და ნაკლები ხარისხით ნაღველთან ერთად.

გამოყენების წესი: ცეფტიმაგს იყენებენ ღორებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სუნთქვის ორგანოების, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და შარდ–სასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციების,   მსხვილი რქოსანი საქონლის ნეკრობაქტერიოზისა და მწვავე ენდომეტრიტის სამკურნალოდ.

ცეფტიმაგი დაშვებულია ცხოველებზე გამოსაყენებლად  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ცეფტიმაგი გამოიყენება:

–         მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვზე ერთხელ დღე–ღამეში კანქვეშ ან კუნთებში დოზით 1 მლ ცხოველის მასის 100 კგ–ზე 3–5 დღის განმავლობაში სასუნთქი გზების  დაავადების დროს, 3 დღის განმავლობაში ნეკრობაქტერიოზის დროს, 5 დღის განმავლობაში ენდომეტრიტის დროს.

–         ღორებში ერთხელ დღე–ღამეში კუნთებში დოზით 1 მლ ცხოველის მასის 32 კგ–ზე სამი დღის განმავლობაში.

გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შიგთავსის გულმოდგინედ შენჯღრევა ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. შესაძლო მტკივნეული რეაქციის გამო ერთ ადგილას შეყვანის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 მლ.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები და გართულებები ცხოველებში პრეპარატ ცეფტიმაგის გამოყენებისას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, როგორც წესი, არ აღინიშნება.

უკუჩვენება: პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებას წარმოადგენს ცხოველის ინდივიდუალური აღმატებული მგრძნობელობა ცეფტიოფურის და ბეტა–ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

დაყოვნების პერიოდი: მსხვილი რქოსანი საქონლისა და ღორების სახორცედ დაკვლა ნებადართულია არ უადრეს 5 დღე–ღამისა პრეპარატის უკანასკნელი შეყვანიდან. იმ ცხოველების ხორცი, რომლებიც იძულებით იქნენ დაკლული აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეწვეულის მომცემი ცხოველების საკვებად.

რძის გამოყენება საკვები მიზნებისათვის შესაძლებელია შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები: პრეპარატს ინახავენ მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და ცხოველთა საკვებისაგან განცალკევებით ტემპერატურაზე 5OC დ–ან 25OC –მდე.

შენახვის ვადა: სამკურნალო პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შენახვის პირობების დაცვით – 3 წელი დამზადების დღიდან.

დაფასოება: . 100 მლ შესაბამისი მოცულობის შუშის ფლაკონებში.