Detailed description

ფუროსემიდი 2.5% საინექციო ხსნარი

შემადგენლობა: ყოველი მლ შეიცავს:

ფუროსემიდი……………….25 მგ

ჩვენებები: ძლიერი სალურეტიკური ტიპის შარდმდენი საშუალება მსხვ.რქ. პირუტყვის, ცხენის, კატისა და ძაღლის პარენტერალურად მიღებისთვის.

ფუროსემიდი ნაჩვენებია შეშუპების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია გულის უკმარისობასთან, თირკმლის დისფუნქციასთან, ტრავმასთან და პარაზიტულ დაავადებასთან. ასევე რეკომენდებულია სარძევე ჯირკვლის შეშუპებისა და კიდურების შეშუპების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზირება:

ძაღლი და კატა: მიიღება 0,1-დან 0,2 მლ/კგ წონაზე, 1-2-ჯერ/დღეში(კუნთში/ვენაში), მეორე ინექციის დოზის ნახევარი 6-8 საათის ინტერვალით.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: მიიღება 1.0-დან 2.0 მლ/50 კგ (ვენაში) , 12-14 საათის ინტერვალით.

ცხენი: მიიღება 1.0-დან 2.0 მლ/50 კგ წონაზე (ვენაში), 1-2-ჯერ/დღეში 6-8 საათის ინტერვალით.

მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაორმაგდეს ერთჯერადად ცხენში ან მსხვ.რქ. პირუტყვში.

გვერდითი მოვლენები:

ძაღლებში ძალიან სწრაფმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუხვევა და ღებინება.

უკუჩვენებები:

  • არ გამოიყენოთ თირკმლის მწვავე ნეფრიტის, ანურიის, ელექტროლიტების დეფიციტის  ან გლიკოზიდების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
  • არ გამოიყენოთ ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან ერთად.
  • თერაპიული ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს სასმელი წყლის გაზრდილი მიღებისას.
  • არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ლოდინის პერიოდი:

მსხვ.რქ. პირუტყვი:
ხორცი და სუბპროდუქტები: 28 დღე.
რძე: 24 საათი

ცხენი:
ხორცი:არ გამოიყენოთ ადამიანის მოხმარების მიზნით.

შენახვის პირობები: ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.