Species:

Manufacturer:

Form of the drug:

Detailed description

მწარმოებელი: „კეპრო ბ. ვ.“  ნიდერლანდები

შემადგენლობა 1 მლ-ზე:

ფლორფენიკოლი     100 მგ

აღწერილობა:

ფლორფენიკოლი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.  ფლორფენიკოლი აქტიურია მრავალი შინაური ცხოველებიდან იზოლირებული გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების წინააღმდედ. იგი მოქმედებს ბაქტერიების მიერ ცილების სინთეზის შეზღუდვით.

მოქმედება:

ფლორუმ 10% ორალი აქტიურია ე. კოლისა და სალმონელას ინფექციების წინააღმდეგ შინაურ ფრინველებში. ღორებში მან აჩვენა in vivo და in vitro მოქმედებები ფართოდ გავრცელებული იზოლირებული სასუნთქი გზების დაავადების გამომწვევი პათოგენების, მათ შორის Actinobacillus pleuropneumoniae, Pasteurella multocida, salmonella cholcracsuis და Streptococcus suis type 2-ის მიმართ

უკუჩვენებები:

არ გამოიყენება გასამრავლებელი ღორებისთვის. არ გამოიყენება ფრინველებში, რომლებიც იძლევიან კვერცხს ადამიანთა მოხმარებისთვის.

გვერდითი მოვლენები:

არავითარი

შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან:

არ გამოიყენება ქლორინატორებთან ერთად.

დოზირება და გამოყენების წესი:

ორალური ადმინისტრირება სასმელი წყალის გამოყენებით. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ კარგად.

შინაური ფრინველები (ბროილერები):

1-2 კვირის  100მლ 100 ლ სასმელ წყალთან ერთად 3 დღის განმავლობაში

3-4 კვირის 130მლ 100 ლ სასმელ წყალთან ერთად 3 დღის განმავლობაში

5-6 კვირის 170მლ 100 ლ სასმელ წყალთან ერთად 3 დღის განმავლობაში

ეს დოზა ექვივალენტურია 30 მგ ფლორფენიკოლის სხეულის წონის ყოველ 1 კგ-ზე

 

ღორები:

2.5-50 კგ: 240მლ 100 ლ სასმელ წყალთან ერთად 5 დღის განმავლობაში

50-75 კგ: 280მლ 100 ლ სასმელ წყალთან ერთად 5 დღის განმავლობაში

75-100 კგ: 320მლ 100 ლ სასმელ წყალთან ერთად 5 დღის განმავლობაში

ეს დოზა ექვივალენტურია 20 მგ ფლორფენიკოლის სხეულის წონის ყოველ 1 კგ-ზე

 

სასმელ წყალში გაზავებული მედიკამენტი გამოყენებული უნდა იქნას 24 საათის განმავლობაში. მკურნალობის დროს სასმელად გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მედიკამენტის შემცველი სასმელი წყალი. წყლის გაზრდილი ან შემცირებული მოხმარების შემთხვევაში შეცვალეთ მედიკამენტის კონცენტრაცია შესაბამისად. ამ პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება ავტომატური სასმელი მოწყობილობების გამოყენებით, თუ წყლის სიხისტე აღემატება 275 ppm-ს.

დაყოვნების პერიოდი

ხორცი:  16 დღე

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილზე 20C-დან 250C-მდე ტემპერატურაზე

შეინახეთ დახურულ შეფუთვაში ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ფორმა:

PE-Pharma ქილები 1ლ (12 ქილა თითო კოლოფში)