Pharmacological groups:

Form of the drug:

Detailed description

აღწერილობა:

გამჭვირვალე ხსნარი ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე.

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას

ივერმექტინს – 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: п-ბუტანოლი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

АТС vet QР54АА, ავერმექტინი (ATCvet QР54АА01, ივერმექტინი)

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება – ივერმექტინი განეკუთვნება მაკროციკლური ლაქტონების ჯგუფს და გააჩნია პარაზიტების საწინააღმდეგო ფართო სპექტრის მოქმედება. ფარმაკოლოგიური მოქმედება ეფუძნება გამა-ამინოერბოსმჟავას (გაბა) გამონთავისუფლების გაძლიერებას პრესინაფსურ ნეირონებში. პრეპარატი ორგანიზმში ასტიმულირებს გაბა-ს გამოყოფას, რომელიც უკავშირდება ნერვული დაბოლოებების სპეციალურ რეცეპტორებს, ბლოკავს რა ნერვულ იმპულსებს, რაც იწვევს პარაზიტის დამბლას და დაღუპვას.

კანქვეშ შეყვანის შემდეგ პრეპარატს გააჩნია აბსორბციის ყველაზე მაღალი უნარი. ინვერმექტინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჟანგვითი პროცესების გზით, გამოიყოფა ძირითადად განავალთან ერთად. პრეპარატის 5%-ზე ნაკლები გამოიდევნება  შარდით.

გამოყენება:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრების, თხების, ღორების, ძაღლების პროფილაქტიკა და მკურნალობა ინვაზიური დაავადებების დროს, რომლებსაც იწვევენ:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები Ostertagia ostertagi, Ostertagia lyrata, Trichostrongylus axei, Trichostrongylus columbriformis, Haemonchus placei (მესამე სტადიის ჭუპრების ჩათვლით), Nematodirus spp. (სქესობრივად მომწიფებული ფორმებ); ფილტვის ნემატოდებიDictyocaulus viviparus (ზრდასრულები და მეოთხე სტადიის ჭუპრები); ქავილის ტკიპები Sarcoptes bovis, Psoroptes bovis; კრაზანები (ჭუპრების ფორმით) Hypoderma lineatum, H. bovis; ტილები Linognathus vituli, Haematopinus eurysternus, Solenopoles capillatus; ბალანისჭამიები Bovicola bovis;

ცხვრებში და თხებში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები  Haemonchus contortus (სქესობრივად მომწიფებული  მესამე და მეოთხე სტადიების ჭუპრები), Trichostrongylus vitrinus (სქესობრივად მომწიფებული ფორმები), T. columbriformis (სქესობრივად მომწიფებული და მეოთხე სტადიის ჭუპრები), Nematodirus filicollis (სქესობრივად მომწიფებული და მეოთხე სტადიის ჭუპრები), Oesophagostomum colombianum, O. venulosum (სქესობრივად მომწიფებული), Charbetia ovina (სქესობრივად მომწიფებული), Trichuris ovis (სქესობრივად მომწიფებული); ფილტვის ნემატოდებიDictyocaulus filaria (ზრდასრული მეოთხე სტადიის ჭუპრები); Protostrongylus spp. (половозрелые); ქავილის ტკიპები Sarcoptes scabiei, Psoroptes communis (var. Ovis); ცხვირხახის კრაზანაOestrus ovis (ჭუპრის ყველა სტადია);

ღორებში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები  Ascaris suum, Hyostrongylus rubidus ((სქესობრივად მომწიფებული და მეოთხე სტადიის ჭუპრებ), Oesophagostomum spp., Strongyloides ransomi (სქესობრივად მომწიფებული); ფილტვის ნემატოდები Metastrongylus spp. (სქესობრივად მომწიფებული);); ტილები Haematopinus suis; ქავილის ტკიპები Sarcoptes suis.

ძაღლებში: ნემატოდები  Dirofilaria immitis, D. repens, Toxascaris leonine, Toxocara canis, Uncinaria stenocephala, Ancylostoma caninum; ტკიპები Sarcoptes canis, Demodex canis, Otodectes cynotis; ტილები Linognathus setosus.

დოზირება:

პრეპარატს იყენებენ ერთჯერადად მხოლოდ კანქვეშ

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვში:, ცხვრებსა და თხებში: 1 მლ სხეულის მასის  50 კგ-ზე (0,2 მგ ივერმექტინი სხეულის მასის 1 კგ-ზე) შეყავთ ბეჭის უბანში;

ღორებში: 1 მლ სხეულის მასის 33 კგ-ზე (0,3 მგ ივერმექტინი სხეულის მასის 1 კგ-ზე) შეყავთ კისრის შუა მიდამოში;

ძაღლებში: 0,1-0,2 მლ სხეულის მასის 5 კგ-ზეа (0,2-0,4 მგ ივერმექტინი სხეულის მასის 1 კგ-ზე).

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჰიპოდერმოზების ქიმიოთერაპია.

თუ პრეპარატის გამოთვლილი წონა აღემატება ერთ ცხოველზე 5-10 მლ, მაშინ პრეპარატი შეყავთ რამდენიმე ადგილას.

შესაძლებელია პრეპარატ „პროფივერმ 1%“-ის შეყვანა კანქვეშ უნემსო ინჟექტორის საშუალებით კისრის უბანში ორჯერ 0,2 მლ (საერთო დოზა 0,4 მლ ერთ ცხოველზე), ვიზუალურად ან პალპაციით ორი ბუშტუკის (ბორცვაკის) წარმოქმნის კონტროლით შეყვანის ადგილზე.

უკუჩვენებები:

არ შეიყვანოთ პრეპარატი ვენაში ან კუნთებში.

არ გამოიყენოთ ძროხებში ლაქტაციის პერიოდში, ასევე მშობიარობამდე 28 დღე-ღამით ადრე.

არ გამოიყენოთ კოლის, ბობტეის, წვრილი ჯიშების ძაღლებში და 3 თვემდე ასაკის ლეკვებში.

არ შეუყვანოთ გამოფიტულ და ინფექციური დაავადებების მქონე ცხოველებში.

დაიცავით ზუსტი დოზირება გოჭებში.

გაფრთხილებები: 

ცხოველების დაკვლა სახორცედ ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 28 დღე-ღამის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე მიღებულ ხორცს უკეთდება უტილიზება და მას აძლევენ საკვებად არა პროდუქტიულ ცხოველებს, ვეტერინარული მედიცინის ექიმის დასკვნის მიხედვით.

გამოშვების ფორმა:

შუშის ფლაკონები 10, 50, 100 მლ, რომლებიც დახურულია საცობით ალუმინის დამჭერით.

შენახვა:

მშრალი ბნელი, ბავშვებისათვის მიუდგომელი ადგილი 5 °-დან 25 ° С-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი დამზადების თარიღიდან.