Pharmacological groups:

Form of the drug:

Detailed description

მწარმოებელი:  „O.L. KAR – აგრო-ზოოვეტსერვისი“, უკრაინა

აღწერა: ღია ყვითელი ფერის, უსუნო, ამორფული საინექციო ფხვნილი.

შემადგენლობა: 1გრ პრეპარატი შეიცავს ძირითად მომქმედ ნივთიერებებს:

დიმინაზენ აცეტურატს-438მგ;

ფენაზონს- 562მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  პრეპარატის კომბინირებული შემადგენლობა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს დიმინაზენ აცეტურატს და

ფენაზონს, განაპირობებს მაღალ ანტიპროტოზოულ და თანაბარ ანტიბაქტერიულ, ფუნგიციდურ, ანალგეტიკურ და სიცხის დამწევ აქტიურობას. პრეპარატი ეფექტურია ბაბეზიოზის (В. bovis, В. bigemina, В. ovis, В. caballi, В. divergens, В. major, В. canis), ტრიპანოსომოზის (Tr. vivax, Tr. Equiperdum, Tr. Evansi, Tr. brucei, Tr. congolense) და თეილერიოზის (Т. annulata, Т. ovis) წინააღმდეგ, მათ შორის სხვა პრეპარატების მიმართ მდგრადი შტამების წინააღმდეგ და უმარტივესებით გამოწვეული ასოცირებული ინვაზიებისას.

გამოყენება:  პროფილაქტიკა და მკურნალობა მსხვ.რქ.პირუტყვის, ცხვრის, თხის, ცხენის, ღორის ძაღლის და კატის სისხლის პარაზიტული დაავადებების- ბაბეზიოზის (პიროპლაზმოზი), ტრიპანოსომოზის, თეილერიოზის.

დოზირება:  პრეპარატს იყენებენ 7% ხსნარის სახით, ამისათვის ფხვნილიან ფლაკონში (დაფასოებული 0,24; 2,4 ან 24 გრ.) შეყავთ სტერილური საინექციო წყალი შესაბამისი რაოდენობით (1,25; 12,5 ან 125მლ). ამ წესით მომზადებული ხსნარი შეყავთ კუნთში ან კანქვეშ შემდეგი დოზებით:

მსხვ.რქ.პირუტყვი, ცხვარი თხა, ცხენი, ღორი-სამკურნალო დოზა 1მლ პრეპარატი ყოველ 20 კგ სხეულის წონაზე, თუ პრეპარატის ერთჯერადი შეყვანით ავადმყოფი ცხოველის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, 24-30 საათის შემდეგ შეყავთ პრეპარატი იგივე დოზით.

პროფილაქტიკის მიზნით პირუტყვში შეყავთ პრეპარატის ხსნარი 1 მლ ყოველ 40 კგ სხეულის წონაზე.

ძაღლი, კატა: მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს პრეპარატის 3,5% ხსნარი (ამისათვის ფლაკონის შემცველობას ხსნიან ორმაგ რაოდენობა  წყალში) და შეყავთ 0,1 მლ 2 კგ სხეულის მასაზე ორჯერადად 24 საათის ინტერვალით.

დაყოვნების პერიოდი:  ხორცი- 20 საათი; რძე-3 საათი.

შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ ადგილას 8 °С- -20 °С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

დაფასოება:  შუშის ფლაკონები 0,24; 2,4 და 24 გრ.