Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
ომეგა ნეო+ ძაღლებისთვის
შემადგენლობა: ლუდის მშრალი საფუარი, ცხიმგაცლილი მშრალი რძე, რძის შაქარი, სოიოს იზოლიატი, კალციუმის ციტრატი, ზღვის წყალმცენარეები, ომეგა–3, ნატურალური საგემოვნო დანამატი, ორლეანის ხის თესლის ექსტრაქტი (ნატურალური საღებავი).
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატში შემავალი კომპონენტი ომეგა–2 აუცილებელია ორგანიზმისათვის – ცხიმოვანი მჟავების სწორი ბალანსის უზრუნველსაყოფად, რაც ამაღლებს რეზისტენტობას და ამცირებს მრავალ დაავადებას. წარმოადგენს მნიშვნელოვან ენერგიის წყაროს, აუმჯობესებს კანის და ბეწვის სტრუქტურას, ამაღლებს A და E ვიტამინების შეთვისებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში.
საფუარები –ორგანიზმისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი ვიტამინი B და ამინომჟავები. ეს ნივთიერებები ამაღლებენ იმუნიტეტს და აღადგენენ ძალას დაღლილობის, დაავადების და ოპერაციების შემდეგ.
ზღვის წყალმცენარეები –ბუნებრივი წყარო მრავალი ვიტამინის, მაკრო– და მიკროელემენტის (მათ შორის იოდის და სელენის), ამინომჟავების, ნახშირწყლების, პოლისაქარიდების და ფერმენტების.
ჩვენება:
ნორმაში მოჰყავს გულსისხლძარღვთა, ნერვული და იმუნური სისტემები;
აწესრიგებს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობას;
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს;
ამცირებს გასუქების შესაძლებლობას;
ამცირებს ალერგიული რეაქციების განვითარებას;
აჩქარებს და ნორმაში მოჰყავს სეზონური ბეწვის ცვენა;
ამცირებს კანის დაავადებების გამოვლინებას;
აძლიერებს იმუნიტეტს;
ამაღლებს წვრთნის ეფექტურობას;
აქვეითებს სტრესების გამოვლინებას.
მიღების წესი: 1–10 ტაბლეტი ყოველდღიურად მთელი წლის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: არ გააჩნია.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ და იზოლირებულ ადგილას, 30C–250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 24 თვე.