Detailed description

შემადგენლობა: 1 შპრიც-დოზატორი (8,15 გ) შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებების სახით: კლოქსაცილინის ნატრიუმის მარილს – 250 მგ

ნეომიცინს (სულფატს) – 100 მგ

დექსამეტაზონს (ნატრიუმის ფოსფატს) – 0,5 მგ

ტრიფსინს – 5 მგ

დამხმარე ნივთიერებებს: ბუთილჰიდროქსიტოლუოლს, თეთრ პარაფინს და თხევად პარაფინს.

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა

ჩვენება: მასტიტების მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

 მამიკური კომბინირებული ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებაა.

მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების უმეტესობის წინააღმდეგ.

მამიკური ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას გრძელდება 12 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი და დოზები:

 მამიკური შეიყვანება სამჯერადად 12 საათის ინტერვალით, ინტერცისტერნალურად. ძროხა ერთჯერადი დოზა 8,15 გ (შპრიც-დოზატორის შიგთავსი), ცხვარი და თხა – 4,075 გ (შპრიც-დოზატორის შიგთავსის ნახევარი).

 სამკურნალო პრეპარატის ყოველი შეყვანის წინ რძეს ცურის დაავადებული მეოთხედებიდან კარგად გამოწველიან (და უკეთებენ უტილიზაციას), დვრილი კი მუშავდება ანტისეპტიკური საშუალებით და მასში შეიყვანება შპრიც-დოზატორით პრეპარატი, პრეპარატის შეყვანის შემდეგ თითებს უჭერენ დვრილის ბოლოს და უტარებენ მსუბუქ მასაჟს ქვევიდან ზევით.

გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენებები: არ არის მიზანშეწონილი მამიკურის დანიშვნა სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად. უკუნაჩვენებია მორიგი დოზების გამოტოვება, შეუძლია გამოიწვიოს თერაპიული ეფექტურობის დაქვეითება.

ლოდინის პერიოდი: რძე 7 მოწველა, ხორცი 7 დღე.

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას,  4–250C ტემპერატურა¬ზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა:  8,15 გრ შპრიც-დოზატორი, 48 ცალი პოლიეთილენის ვედროებში.