Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
ლჰ ატროპინის სულფატი 1%
შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:
ატროპინის სულფატი – 10 მგ
სამიზნე სახეობები:
აქლემი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, ხბო და კვიცი.
ჩვენებები:
ატროპინის სულფატის ინექცია გამოიყენება როგორც სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება დიარეის და კოლიკას დროს და როგორც ანტიდოტი ორგანოფოსფორული მოწამვლის დროს ან კარბამატის ჯგუფით მოწამვლის შემთხვევებში აქლემში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხენში, ცხვარში, თხაში, ხბოსა და კვიცში. ამასთან, იგი გამოიყენება სინუსური ბრადიკარდიის და სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის შემთხვევაში.
მიღება და დოზირება:
ცხოველები | გამოყენება სხეულის ყოველ კგ-ზე | |
როგორც პარასიმპათოლიტური | როგორც ანტიდოტი | |
აქლემი | 2-4 მლ/100 კგ | 3-5 მლ/100 კგ |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი | 1.5-3 მლ/100 კგ | 2-4 მლ/100 კგ |
ცხვარი, თხა | 2-4 მლ/50 კგ | 2.5-5 მლ/50 კგ |
ხბო და კვიცი | 0.75-1.5 მლ/50 კგ | 1.5-3 მლ/50 კგ |
სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, კონტროლის მიზნით, განმეორებითი დოზის მიღება უნდა მოხდეს 3-6 საათიანი ინტერვალით ცხოველის ინდივიდუალური რეაქციის საფუძველზე.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ ატროპინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგია) და სიყვითლის მქონე ცხოველებში.
გვერდითი მოვლენები: ანტიქოლინერგიული მოქმედება შესაძლოა გაგრძელდეს ანესთეზიიდან გამოსვლის ფაზაში.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი: 28 დღე,
რძე: 7 დღე
შენახვის პირობები: 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე