Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
აღწერა: ყავისფერი, მოგრძო ფორმის, მყარი კონსისტენციის სანთლები იოდის სუნით. სანთლების ზედაპირზე დასაშვებია წინწკლები.
შემადგენლობა: 1 სანთელი (10 გ) შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: იოდოპოვიდონს – 1,5 გ.
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 115, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის სტეარატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აუმჯობესებს სასქესო ორგანოების პროლიფერაციულ პროცესებს, ზომიერად ასტიმულირებს საშვილოსნოს ტონუსს, ამცირებს ცხოველების გამოჯანმრთელების ვადებს.
ქაფის წარმომქმნელი ფუძის გამო მოქმედი ნივთიერება თანაბრად ნაწილდება საშვილოსნოს ლორწოვან გარსში.
გამოყენება: ძროხებსა და დედა ღორებში საშვილოსნოში ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ სამშობიარო დახმარების, მომყოლის ოპერატიული გამოყოფის, აბორტების, გართულებული და პათოლოგიური მშობიარობების შემდეგ, მშობიარობის შემდგომი მწვავე ენდომეტრიტების შემთხვევაში.
დოზირება: პრეპარატის შეყვანამდე ატარებენ გარე სასქესო ორგანოების და კუდის ძირის სანიტარულ დამუშავებას. საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუს ათავისუფლებენ ანთებითი ექსუდატისგან. სანთლები შეჰყავთ საშვილოსნოს ღრუში ხელით, ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენებით.
პრეპარატი შეჰყავთ საშვილოსნოში ერთი სანთლის დოზით:
სამკურნალო მიზნით: ორჯერ, 24-48 საათის ინტერვალით, განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეპარატის შეყვანას იმეორებენ სრულ გამოჯანმრთელებამდე;
პროფილაქტიკური მიზნით: ერთდროულად, მომყოლის გამოყოფისთანავე, აბორტის ან დახმარების გაწევისთანავე გართულებული და პათოლოგიური მშობიარობის დროს.
შენახვა: ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 4◦C-20◦C ტემპერატურაზე.
პრეპარატი გამოიყენება პაკეტის გახსნისთანავე.
ვარგისიანობის ვადა : 18 თვე.
გამოშვების ფორმა: 1 სანთელი პოლიმერის პაკეტში ან/და ლამინირებული ფოლგის პაკეტში.





