Pharmacological groups:

Species:

Manufacturer:

Form of the drug:

Detailed description

ეფიპრო® დუო კატებისთვის

ადგილობრივი გამოყენების ხსნარი კატებისთვის

შემადგენლობა:

პიპეტის შემცველობა აქტიური ნივთიერებები დამხმარე ნივთიერებები
პიპეტის მოცულობა (ერთი დოზის ერთეული) ფიპრონილი პირიპროქსიფენი BHA* BHT*
0.5 მლ 50 მგ 60 მგ 0.1 მგ 0.05 მგ
1 მლ 100 მგ 120 მგ 0.2 მგ 0.10 მგ

გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პირიპროქსიფენი წარმოადგენს მწერების ზრდის რეგულატორს (IGR) იმ ნაერთების კლასიდან, რომლებიც ცნობილია როგორც იუვენილური ჰორმონის ანალოგები. ის კონტაქტით ხელს უშლის ზრდასრული მწერების გამოჩეკვას კვერცხების (ოვიციდური ეფექტი), ლარვებისა და ჭუპრების (ლარვიციდური ეფექტი) წარმოქმნის ბლოკირებით, რომლებიც შემდგომში აღმოიფხვრება.

ფიპრონილისა და პირიპროქსიფენის კომბინაცია უზრუნველყოფს რწყილების (Ctenocephalides felis),  ტკიპების (Rhipicephalus turanicus, Ixodes ricinus) ინსექტიციდურ და აკარიციდულ აქტივობას, დამატებით ხელს უშლის რწყილის კვერცხების ზრდასრულ რწყილებად გადაქცევას. ასეთი კომბინაცია უზრუნველყოფს რწყილების ინტეგრირებულ კონტროლს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მხოლოდ რწყილებით ან ტკიპებთან დაკავშირებული ინვაზიის წინააღმდეგ.

ჩვენებები: გამოიყენება მხოლოდ რწყილებით ან ტკიპებით დაინვაზირების წინააღმდეგ.

რწყილების წინააღმდეგ:

  • რწყილებით (Ctenocephalides felis) ინვაზიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ერთი მკურნალობა ხელს უშლის შემდგომ ინვაზიებს 5 კვირის განმავლობაში.
  • რწყილების გამრავლების პრევენცია, რაც ხელს უშლის რწყილის კვერცხების ზრდასრულ რწყილებად გადაქცევას გამოყენებიდან 12 კვირის განმავლობაში. პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მკურნალობის სტრატეგიის ნაწილი რწყილის მიერ გამოწვეული ალერგიული დერმატიტის (FAD) კონტროლისთვის, თუ აღნიშნული ადრე დიაგნოსტირებული იყო ვეტერინარის მიერ.

ტკიპების წინააღმდეგ:

  • ტკიპებით (Ixodes ricinus და Rhipicephalus turanicus) ინვაზიების მკურნალობა. ერთი მკურნალობა უზრუნველყოფს მუდმივ აკარიციდულ ეფექტს ერთი კვირის განმავლობაში. თუ გამოყენების მომენტში ტკიპები აღინიშნება, შეიძლება ყველა ტკიპა არ მოკვდეს 48 საათის განმავლობაში.

სამიზნე სახეობები: კატები.

გამოყენების და დოზირების მეთოდი:

დოზირება: მინიმალური რეკომენდებული დოზაა 8.3 მგ ფიპრონილი/კგ სხეულის წონაზე და 10 მგ პირიპროქსიფენი/კგ სხეულის წონაზე. მინიმუმ 1 კგ და 6 კგ-მდე წონის კატის შემთხვევაში გამოიყენეთ ერთი 0,5 მლ პიპეტი თითო კატაზე. 6 კგ-ზე მეტი წონის კატის შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული 1 მლ რეკომენდებული დოზა, რაც შეიძლება მიღწეული იქნას ერთი 1 მლ პიპეტის (ან ალტერნატიულად ორი 0,5 მლ პიპეტის) გამოყენებით.

კატის წონა პიპეტის მოცულობა ფიპრონილი (მგ) პირიპროქსიფენი (მგ)
1 – 6 კგ 0.5 მლ 50 60
>6 – 12 კგ 1 მლ 100 120

 

გამოყენების მეთოდი:  გადაწიეთ ბეწვის საფარი კისრის ძირზე მანამ, სანამ კანი არ გამოჩნდება. მოათავსეთ პიპეტის წვერი კანზე და მტკიცედ მოუჭირეთ რამდენჯერმე შიგთავსის თანაბრად დასაცლელად ერთ ან ორ ადგილზე. დარწმუნდით, რომ პიპეტს იყენებთ მხოლოდ ჯანმრთელ კანზე და თავი აარიდეთ ზედაპირულ გამოყენებას კატის კანზე ან ჩამონადენს, განსაკუთრებით დიდი ზომის (6 კგ-ზე მეტი წონის) კატებში.

არ გაიმეოროთ მკურნალობა 4 კვირაზე ნაკლები ინტერვალით.

გვერდითი რეაქციები: კანის უმნიშვნელო აქერცვლა გამოყენების ადგილზე. ადგილობრივი გამოყენების ფარმაცევტულ ფორმებში ამ აქტიურ ინგრედიენტებთან დაკავშირებით დაგროვილი გამოცდილების მიხედვით, გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს კანის გარდამავალი რეაქციები (სკვამოზი, ადგილობრივი ალოპეცია, ქავილი, ერითემა, კანის ფერის შეცვლა) და ზოგადი ქავილი ან ალოპეცია. შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერსალივაცია, შექცევადი ნევროლოგიური სიმპტომები (ჰიპერესთეზია, დეპრესია, ნერვული სიმპტომები), რესპირატორული ნიშნები ან პირღებინება. აღნიშნული ეფექტები ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება.

უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ ბოცვრებში, რადგან შეიძლება განვითარდეს გვერდითი რეაქციები და სიკვდილიც კი. არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული  გაფრთხილებები:

ბეწვის საფარის წყლით დასველებამ პროდუქტის გამოყენებამდე 2 საათით ადრე და ორჯერ რწყილების წინააღმდეგ ეფექტურობის სავარაუდო პერიოდის განმავლობაში (ორკვირიანი ინტერვალით ზრდასრული რწყილების წინააღმდეგ ან ოთხი კვირის ინტერვალით რწყილის განვითარების სტადიების წინააღმდეგ) უარყოფითად არ იმოქმედა პრეპარატის ეფექტიანობაზე. პროდუქტის ეფექტიანობაზე შამპუნის ზემოქმედება  არ არის გამოკვლეული. თუ კატა საჭიროებს შამპუნით დაბანას, რეკომენდებულია აღნიშნულის გაკეთება პრეპარატის გამოყენებამდე.

დამუშავების  დაწყების წინ, ინვაზიის შემთხვევაში, ცხოველის კალათა, საწოლი და რეგულარული დასასვენებელი ადგილები, როგორიცაა ხალიჩები და რბილი ავეჯი, უნდა დამუშავდეს შესაბამისი ინსექტიციდით და რეგულარულად გაიწმინდოს მტვერსასრუტით. გარემოში მყოფი რწყილებით გამოწვეული საფრთხის შესამცირებლად, ერთსა და იმავე ოჯახში მცხოვრები ყველა ცხოველი ასევე უნდა დამუშავდეს რწყილის საწინააღმდეგო შესაფერისი პრეპარატით. პრეპარატი ხელს არ უშლის ტკიპების ცხოველებზე მიმაგრებას. თუ ცხოველს ჩაუტარდა მკურნალობა ტკიპებთან კონტაქტის დაწყებამდე, ტკიპები კვდებიან მიმაგრებიდან 48 საათის განმავლობაში. ეს ჩვეულებრივ ხდება დიდი რაოდენობით გამოყენებამდე, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს, მაგრამ არ გამორიცხავს დაავადების გადაცემის რისკს. როგორც კი კვდებიან, ტკიპები ჩამოვარდებიან ცხოველიდან. დარჩენილი ტკიპები ფრთხილად უნდა მოშორდეს, რათა მათი პირის ნაწილები არ დარჩეს კანში. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ შეიძლება პერორლურად მიღება. მკურნალობამდე ცხოველები ზუსტად უნდა აიწონონ. პროდუქტის უსაფრთხოება არაა დადგენილი 10 კვირაზე ნაკლები ასაკის ან 1.0 კგ-ზე ნაკლები წონის კატებში. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ვეტერინარული პრეპარატი გამოიყენება უშუალოდ მშრალ კანზე, სადაც ცხოველს არ შეუძლია მისი ალოკვა და ასევე დარწმუნდეთ, რომ ცხოველები მკურნალობის შემდეგ ერთმანეთს არ ალოკავენ. გამოიყენეთ დაავადებულ ან დასუსტებულ ცხოველებში მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ სარგებლის/რისკის შეფასების შესაბამისად. უსაფრთხოების დამატებითი კვლევების არარსებობის მიზეზით, არ გაიმეოროთ მკურნალობა 4 კვირაზე ნაკლები ინტერვალით.

დამუშავებულ ცხოველებს არ უნდა მიეკაროთ მანამ, სანამ გამოყენების ადგილი არ გაშრება და ბავშვებისთვის არ შეიძლება დამუშავებულ ცხოველებთან თამაში, სანამ გამოყენების ადგილი არ გაშრება. ამიტომ ცხოველების მკურნალობა არ არის რეკომენდებული დღის განმავლობაში, მკურნალობა უნდა ჩატარდეს საღამოს ადრე და დაუშვებელია ახალი  დამუშავებული  ცხოველების დაძინება პატრონებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ მშრალ ადგილას. შეინახეთ ბლისტერული შეფუთვა გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა: 0,5და 1,0  პიპეტის შემცველი  კოლოფები.

ეფიპრო დუო 50 მგ/60 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი კატებისთვის

ეფიპრო დუო 100 მგ/120 მგ ადგილობრივი გამოყენების  ხსნარი ძალიან დიდი ზომის კატებისთვის.