Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
ეფიპრო® დუო ძაღლებისთვის
ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ძაღლებისთვის
შემადგენლობა:
პიპეტის შემცველობა | აქტიური ნივთიერებები | დამხმარე ნივთიერებები | ||
პიპეტის მოცულობა (ერთი დოზის ერთეული) | ფიპრონილი | პირიპროქსიფენი | BHA | BHT |
0.67 მლ | 67 მგ | 20.1 მგ | 0.134 მგ | 0.067 მგ |
1.34 მლ | 134 მგ | 40.2 მგ | 0.268 მგ | 0.134 მგ |
2.68 მლ | 268 მგ | 80.4 მგ | 0.536 მგ | 0.268 მგ |
4.02 მლ | 402 მგ | 120.6 მგ | 0.804 მგ | 0.402 მგ |
გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პირიპროქსიფენი წარმოადგენს მწერების ზრდის რეგულატორს (IGR) იმ ნაერთების კლასიდან, რომლებიც ცნობილია როგორც იუვენილური ჰორმონის ანალოგები. ის კონტაქტით ხელს უშლის ზრდასრული მწერების გამოჩეკას კვერცხების (ოვიციდური ეფექტი), ლარვებისა და ჭუპრების (ლარვიციდური ეფექტი) წარმოქმნის ბლოკირებით, რომლებიც შემდგომში აღმოიფხვრება. ფიპრონილისა და პირიპროქსიფენის კომბინაცია უზრუნველყოფს რწყილების (Ctenocephalides felis), ტკიპების (Rhipicephalus sanguineus, Dermacentor reticulatus, Ixodes ricinus) ინსექტიციდურ და აკარიციდულ აქტივობას, დამატებით ხელს უშლის რწყილის კვერცხების ზრდასრულ რწყილებად გადაქცევას.
ჩვენებები: გამოიყენება მხოლოდ რწყილებით ან ტკიპებით დაინვაზირების წინააღმდეგ.
რწყილების წინააღმდეგ:
- რწყილებით (Ctenocephalides felis) ინვაზიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ერთი მკურნალობა ხელს უშლის შემდგომ ინვაზიებს 7 კვირის განმავლობაში.
- რწყილების გამრავლების პრევენცია, რაც ხელს უშლის რწყილის კვერცხების ზრდასრულ რწყილებად გადაქცევას გამოყენებიდან 12 კვირის განმავლობაში. პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მკურნალობის სტრატეგიის ნაწილი რწყილის მიერ გამოწვეული ალერგიული დერმატიტის (FAD) კონტროლისთვის, თუ აღნიშნული ადრე დიაგნოსტირებული იყო ვეტერინარის მიერ.
ტკიპების წინააღმდეგ:
- ტკიპებით (Ixodes ricinus) ინვაზიების მკურნალობა. ერთი მკურნალობა უზრუნველყოფს მუდმივ აკარიციდულ ეფექტს 2 კვირის განმავლობაში Ixodes ricinus-ის წინააღმდეგ და 4 კვირის განმავლობაში – Dermacentor reticulatus-ისა და Rhipicephalus sanguineus-ის წინააღმდეგ. თუ გამოყენების მომენტში რამდენიმე სახეობის ტკიპა (Dermacentor reticulatus, Rhipicephalus sanguineus) აღინიშნება, შეიძლება ყველა ტკიპა არ მოკვდეს 48 საათის განმავლობაში.
სამიზნე სახეობები: ძაღლები
გამოყენების და დოზირების მეთოდი:
დოზირება:
ძაღლის წონა | პიპეტის მოცულობა (ერთი დოზის ერთეული) | ფიპრონილი (მგ) | პირიპროქსიფენი (მგ) |
2 – 10 კგ | 0.67 მლ | 67 | 20.1 |
10 – 20 კგ | 1.34 მლ | 134 | 40.2 |
20 – 40 კგ | 2.68 მლ | 268 | 80.4 |
40 – 60 კგ | 4.02 მლ | 402 | 120.6 |
60 კგ-ზე მეტი წონის ძაღლების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული პიპეტების შესაბამისი კომბინაცია.
გამოყენების მეთოდი: გადაწიეთ შინაური ცხოველის ბეწვის საფარი კისრის ძირზე, ბეჭებამდე მანამ, სანამ კანი არ გამოჩნდება. მოათავსეთ პიპეტის წვერი პირდაპირ კანზე და ნაზად მოუჭირეთ რამდენჯერმე შიგთავსის დასაცლელად. საჭიროების შემთხვევაში, პიპეტის შიგთავსის დატანა შესაძლებელია შინაური ცხოველის ზურგის გასწვრივ ერთ ან ორ დამატებით წერტილში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჩამონადენი ან უფრო ზედაპირულად წასმა ბეწვის საფარზე, განსაკუთრებით დიდი ზომის ძაღლებში.
ერთი პიპეტი განკუთვნილია ერთჯერადი მკურნალობისათვის, ყოველთვიურად განმეორების შესაძლებლობით. რწყილების და ტკიპების ინვაზიის და რწყილების გამრავლების ოპტიმალური კონტროლისთვის, მკურნალობის სქემა შეიძლება ეფუძნებოდეს ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.
გვერდითი რეაქციები: უმნიშვნელო კანის აქერცვლა გამოყენების ადგილზე.
არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლების გამოყენებით:
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ ბოცვრებში, რადგან შეიძლება განვითარდეს გვერდითი რეაქციები და სიკვდილიც კი. არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული გაფრთხილებები:
ცხოველის შამპუნით დაბანამ ან წყალში ჩაშვებამ უშუალოდ მკურნალობის შემდეგ შეიძლება შეამციროს პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა. პროდუქტი ეფექტურია რწყილების წინააღმდეგ 5 კვირის განმავლობაში, თუ ძაღლს შამპუნით დავბანთ ყოველთვიურად მკურნალობის შემდეგ. თუ ძაღლს ესაჭიროება შამპუნით დაბანა, უმჯობესია ამის გაკეთება მკურნალობამდე.
დამუშავების დაწყების წინ, ინვაზიის შემთხვევაში, ცხოველის კალათა, საწოლები და რეგულარული დასასვენებელი ადგილები, როგორიცაა ხალიჩები და რბილი ავეჯი, უნდა დამუშავდეს შესაბამისი ინსექტიციდით და რეგულარულად გაიწმინდოს მტვერსასრუტით. გარემოში მყოფი რწყილებით გამოწვეული საფრთხის შესამცირებლად, ერთსა და იმავე ოჯახში მცხოვრები ყველა ცხოველი ასევე უნდა დამუშავდეს რწყილის საწინააღმდეგო შესაფერისი პროდუქტით. პროდუქტი ხელს არ უშლის ტკიპების ცხოველებთან მიმაგრებას. სწრაფი ეფექტი გამოვლინდა Ixodes ricinus-ის წინააღმდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სახეობის ტკიპები მოსალოდნელია მოკვდეს პროდუქტის გამოყენებიდან 48 საათში. თუ პროდუქტის გამოყენებისას აღინიშნება Dermacentor reticulatus ან Rhipicephalus sanguineus ტკიპები, ეს ტკიპები შეიძლება არ მოკვდეს პირველი 48 საათის განმავლობაში. როგორც კი კვდებიან, ტკიპები ჩამოვარდებიან ცხოველიდან. დარჩენილი ტკიპები ფრთხილად უნდა მოშორდეს, რათა მათი პირის ნაწილები არ დარჩეს კანში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მკურნალობამდე ცხოველები ზუსტად უნდა აიწონონ. უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის მიზეზით, პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული 10 კვირაზე ნაკლები ასაკის და/ან 2 კგ-ზე ნაკლები წონის ლეკვებში. არ გაიმეოროთ მკურნალობა 4 კვირაზე ნაკლები ინტერვალით. პროდუქტის გამოყენება არ არის შესწავლილი ავადმყოფ და დასუსტებულ ძაღლებში. დამუშავებულ ცხოველებს არ უნდა მიეკაროთ მანამ, სანამ გამოყენების ადგილი არ გაშრება და ბავშვებისთვის არ შეიძლება ნამკურნალებ ცხოველებთან თამაში, სანამ გამოყენების ადგილი არ გაშრება. ამიტომ ცხოველების მკურნალობა არ არის რეკომენდებული დღის განმავლობაში, მკურნალობა უნდა ჩატარდეს საღამოს და დაუშვებელია ახალი ნამკურნალები ცხოველების დაძინება პატრონებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ მშრალ ადგილას. შეინახეთ ბლისტერული შეფუთვა გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა: 1, 4, პიპეტის შემცველი კოლოფები.
ეფიპრო დუო 67 მგ/20 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი პატარა ზომის ძაღლებისთვის
ეფიპრო დუო 134 მგ/40 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი საშუალო ზომის ძაღლებისთვის
ეფიპრო დუო 268 მგ/80 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი დიდი ზომის ძაღლებისთვის
ეფიპრო დუო 402 მგ/120 მგ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ძალიან დიდი ზომის ძაღლებისთვის.