Detailed description
მწარმოებელი: „აპი–სან“ი რუსეთი
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს:
გენტამიცინის სულფატი – 5 მგ
დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი – 1 მგ
ბენზილის სპირტი – 9 მგ
პოლივინილპიროლიდონი – 14 მგ
ნატრიუმის ქლორიდი – 9 მგ
საინექციო წყალი – 1 მლმდე
სამიზნე ცხოველები: ძაღლი და კატა
ჩვენება:
ბაქტერიული ეტიოლოგიის მწვავედ და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები:
- კონიუნქტივიტი
- ბლეფარიტი
- კერატიტი
- კერატოკონიუნქტივიტი
- ირიდოციკლიტი.
- თვალების დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ტრავმებისა და უცხო სხეულების მოხვედრის შემდეგ
- თვალის ქირურგიაში წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტები უზრუნველყოფს ბაქტერიციდულ, ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას.
- გენტამიცინის სულფატი – ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატი – აქტიურია უმეტესი გრამდადებითი და ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ლურჯი ჩირქმბადი ჩხირის ჩათვლით.
- დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი – განეკუთვნება გლუკოკორტიკოიდების სინთეზური ანალოგების ჯგუფს. გააჩნია უნარი დათრგუნოს მყისიერი, შენელებული ტიპის ანთებისა და ალერგიული რეაქციების პროცესები.
- კონიუნქტივალურ ღრუში ინსტალაციისას პრეპარატი ადვილად აღწევს თვალის ქსოვილებში, უზრუნველყოფს მდგრად თერაპიულ ეფექტს.
- მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის გამოყენების წინ თვალებიდან უხვი გამონადენის არსებობისას უნდა ჩატარდეს წინასწარ ჰიგიენური დამუშავება.
- პრეპარატით დასველებული სტერილური დოლბანდით მუშავდება თვალების კუთხეები, ქუთუთოები, ცილდება ექსუდატი და გამხმარი ქერქები.
- თვალის დამუშავების შემდეგ კონიუნქტივალურ ღრუში უნდა ჩაეწვეთოს პრეპარატის 2–3 წვეთი დღეღამეში ორჯერსამჯერ 5–10 დღის განმავლობაში, დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობამდე.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენება.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 0–250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი, ფლაკონის გახსნის შემდეგ – 10 დღეღამე.
შეფუთვის ფორმა: 5, 10, 15, 20 და 30 მლ სტერილური პოლიმერული ფლაკონი საწვეთურიანი თავსახურით.