Pharmacological groups:

Form of the drug:

Detailed description

მწარმოებელი: „O.L. KAR. აგრო-ზოოვეტსერვისი“, უკრაინა

 

აღწერილობა: კაფსულის მაგვარი სფერული ფორმის აბები ნაზოლით, გლუვი ნაზოლით, თეთრიდან რუხამდე ფერის, სპეციფიკური სუნით. აბების ზედაპირზე დაშვებულია  წინწკლები.

შემადგენლობა: პრეპარატის 1 აბში შედის მოქმედი ნივთიერებები:

ალბენდაზოლი – 2500 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: შაქრის პუდრი, კარბოქსიმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის კარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, არომტიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ATC vet QP52, ანტიჰელმინთური ვეტერინარული პრეპარატები (QP52AC11, ალბენდაზოლი)

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება – ალბენდაზოლი – მეთილ [5-(პროპილსულფანილ)-1n-ბენზიმიდაზოლ-2-ილ] კარბამატი განეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს. ალბენდაზოლი  ეფექტურია ნემატოდების, ცესტოდებისა და ტრემატოდების წინააღმდეგ, აქვს ოვიციდური მოქმედება, აქვეითებს საძოვრების დასნებოვნებას ჰელმინთების კვერცხებით.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი: მეტაბოლიზმის დარღვევა, პარაზიტის ფუმარატ-რედუქტაზისა და ატფ-ს სინთეზის დათრგუნვა, რაც იწვევს ჰელმინთების განადგურებას.

გამოყენება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრებისა და თხების დეჰელმინთიზაცია  შემდეგი პარაზიტებით დასნებოვნების შემთხვევებში:

 კუჭ-ნაწლავის ნემატოდები: Bunostomum spp., Cooperia spp., Chabertia ovina., Haemonchus spp., Nematodirus, Oesophagostomum spp., Ostertagia circumcincta, Strongyloides spp. და Trichostrongylus spp.;

 ფილტვის ნემატოდები: Dictyocaulus viviparous და D. filarial;

 ცესტოდები: Moniezia spp.;

 ტრემატოდები: Fasciola hepatica (სქესობრივად მომწიფებული).

დოზირება: პრეპარატს იყენებენ მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის (მათ შორის, ხბოებისთვის) პერორალურად, ერთჯერადად.

ჰელმინთები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ხბოები და ზრდასრული პირუტყვი)

ნემატოდები:

Haemonchus spp., Bunostomum spp., Oesophagostomum spp., Nematodirus, Ostertagia circumcincta, Strongyloides spp., Trichostrongylus spp.;

ცესტოდები:

Moniezia spp.

აბი სხეულის მასის 300 კგზე

ტრემატოდები:

Fasciola hepatica (სქესობრივად მომწიფებული)

აბი სხეულის მასის 250 კგზე

 

დეჰელმინთიზაციის წინ სპეციალური დიეტა და სასაქმებელი საშუალებები არ გამოიყენება.
დაყოვნების პერიოდი: ცხოველთა სახორცედ დაკვლა დაშვებულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 12 დღის შემდეგ. რძის გამოყენება ადამიანების საკვებად დაშვებულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 4 დღის შემდეგ შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, გულის, ფილტვების) საკვებად გამოყენება დაშვებულია 20 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 1 აბი პოლიმერულ პაკეტში.
შენახვა: მშრალი, ბნელი, ბავშვებისთვის მიუწვდომელი ადგილი 2°C-დან 30°C ტემპერატურამდე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების დღიდან.