მიმდინარე წლის 5-6 აპრილს შპს “მეგავეტ”-ს სტუმრობდა რუსეთის კომპანია დსს „აგრობიოპრომი“-ს წარმომადგენელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ვეტერინარული პრეპარატების გამოგონების და დანერგვის განყოფილების გამგე, ქ-ნი თამარა ბესპალოვა.
შპს „მეგავეტი“ რამოდენიმე წელი აქტიურად და წარმატებით საქმიანობს აღნიშნულ კომპანიასთან.
თ.ბესპალოვამ 5 აპრილს ქ.ქუთაისში და 6 აპრილს ქ.თბილისში ჩაატარა პრეზენტაცია-სემინარი, წარმოადგინა დსს „აგრობიოპრომი“-ს მიერ წარმოებული ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო ახალი სამკურნალო და მასტიმულირებელი საშუალებები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ პრეპარატებზე, რომლებიც დაარეგისტრირა შპს „მეგავეტ“-მა საქართველოში , აღინიშნა რომ ეს პრეპარატები გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში და აპრობირებულია წარმატებით.
„მეგავეტი“-ს კონსულტანტმა მეფუტკრეობის საკითხებში, ქ-მა ტატა მათნაძემ დამსწრეებთან ისაუბრა მის მიერ შედგენილ „კატალოგი ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები“-ის ირგვლივ.
სემინარი ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
სემინარის დასასრულს ქ-მა თ.ბესპალოვამ სემინარის მონაწილეებს მისცა სასარგებლო პრაქტიკული რჩევები.